www.gachereba.com ახალი ქართული ინტერნეტ პროექტია და მისი შემქმნელის თქმით ის “მაღლიველებს” და თბილისის მცხოვრებლებს ცხოვრებას გაუმარტივებს.
მარკეტერი პროექტის ავტორს, ილია ნაჭყებიას ესაუბრა.
M: მოგვიყევი შენ შესახებ
მე ვარ ილია ნაჭყებია, წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირების ფაკულტეტი. სექტემბრიდან სწავლას ვაგრძელებ პარიზში სორბონის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე
M: როდის და როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?
პროექტის იდეა ერთერთ პროგრამირების შეჯიბრების(ჰაკათონი) დროს გამიჩნდა რადგან მსგავსი დიზაინის არაფერი არსებობდა + დავამატე ახალი ფუნქციები რაც უფრო მოსახერხებელს ხდის
M: ვისთვის ან რისთვის გადაწყვიტე ამ პროექტის გაკეთება?
გამიზნულია უპირველესად მაღლივის სტუდენტებისთვის რომელთაც ტაბლო არ აქვთ უნივერსიტეტის გაჩერებაზე(მწარე საკუთარი გამოცდილების გამო ვწერ) და რათქმაუნდა ყველა სხვა თბილისში მცხოვრები ადამიანისთვის რომელიც იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
www.gachereba.com – ნახეთ და შეაფასეთ