in ,

www.shop.ge – მომხმარებელზე მორგებული ახალი ონლაინ მაღაზია

Startauperi
Startauperi

Shop.geBlank Logo ახალი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2016 წლის ოქტომბერიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, საიტზე ძირითადად ტექნიკაა წარმოდგენილი, მაგრამ ახლო მომავალში სხვა კატეგორიების პროდუქციაც შეემატება. ონლაინ მაღაზიის შესახებ უფრო დეტალურად shop.ge-ის დირექტორმა, ნოდარ შურღაიამ ისაუბრა მარკეტერთან.

M: მოგვიყევით shop.ge-ს შესახებ.

ამჟამად საიტზე წარმოდგენილია ძირითადად ტექნიკა, რომლის შეძენაც მომხმარებელს საკმაოდ მისაღებ ფასებში შეუძლია. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ონლაინ შოპინგის სფერო საქართველოში. ახლო მომავალში ვაპირებთ, დავამატოთ სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის, მაგალითად, ავეჯი, ტანსაცმელი, საჩუქრები და ა.შ.

M: როგორ გაჩნდა მსგავსი ბიზნესის დაწყების იდეა?

მაღაზიის გახსნის იდეა დიდი ხნის წინ გვქონდა, უბრალოდ ამ სფეროში საკმაოდ დიდი ტექნიკური ბარიერები არსებობდა, რაც პროექტის განხორციელებას ართულებდა. ჩვენ ვთვლით, რომ დღეისთვის ბაზარი უკვე მზადაა განვითარებისთვის. ინტერნეტ მაღაზიის შინაარსიდან გამომდინარე ვთვლით, რომ შევძლებთ მომხმარებელს დაბალი ფასები და კომფორტული პირობები შევთავაზოთHeader Logo

M: თქვენი აზრით, რამდენად დიდი კონკურენცია შეგხვდებათ ბაზარზე?

ჩვენი აზრით, ბაზარს ჯერ არ გაუვლია ფორმირების ყველა სტადია და შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანი აუთვისებელი სივრცე არსებობს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მძაფრი კონკურენცია არ არის მოსალოდნელი.

M: როგორ აპირებთ თქვენი ბიზნესის განვითარებას?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ საიტზე განთავსებული პროდუქციის ასორტიმენტის ზრდაზე. ვფიქრობთ, რომ პროექტის წარმატება ამ ფაქტორზე დიდწილადაა დამოკიდებული. ჩვენი მიზანია, შევქმნათ შოპინგის ალტერნატივა მოსახლეობისთვის. მომხმარებელს შეეძლება სახლიდან გასვლის სანაცვლოდ, სასურველი პროდუქტი ინტერნეტით შედარებით დაბალ ფასში გამოიწეროს და უმოკლეს ვადებში სახლში მიიღოს.

#თაობა: Vinda Folio – ჩვენ შევძელით გაგვეხმოვანებინა ის ატმოსფერო, რომელიც ადამიანებს ყელში ამოუვიდათ

„ლოპოტა კლუბი“ 28 ოქტომბერს ჯგუფ Modjo–ს უმასპინძლებს