წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი დაბრუნდა და წლევანდელმა გამარჯვებულებმა ყველა წინამორბედს გადააჭარბეს. ესპანელი რაფაელ ფერნანდეს კაბალიერო წლის წყალქვეშა ფოტოგრაფად დასახელდა, ხოლო ავსტრალიელმა მეთი სმიტმა წლის წყალქვეშა ფოტოგრაფის ტიტული მიიღო. ორივე ფოტოგრაფი ზვიგენების წარმოუდგენელი აღბეჭდისთვის დაჯილდოვდა.
ფერნანდეს კაბალიეროს ჯილდოს მფლობელი სურათი გადაღებულია მალდივებზე და აჩვენებს ვეშაპ-ზვიგენების ჯგუფს, რომლებიც იკვებებიან ღამის პლანქტონებით. Როგორც კი ეს სცენა დაინახა, ფოტოგრაფი მაშინვე წყალში გადახტა და დაუჯერებელი გამოცდილებაც მიიღო.
“მე იმ ღამეს გადორ მუნტანერთან, ზვიგენების მკვლევართან ერთად ვცურავდი, რომელმაც 11 ზვიგენი დათვალა ჩვენს სიახლოვეს და ამით გაოგნებული იყო, რადგან თურმე ეს იშვითობაა”, – წერს ფოტოგრაფი.

სმიტს, რომელიც ბრიტანეთში, საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფად დასახელდა, კიდევ უფრო ახლო შეხვედრა ჰქონდა ზვიგენებთან. Მან შეიმუშავა სპეციალური კამერა, რათა დიდი ხნის სურვილი აესრულებინა და დიდი თეთრი ზვიგენი გადაეღო.

ველური ბუნება არაა ერთადერთი, რაც ამ წყალქვეშა ფოტოებით გვიჩვენეს ფოტოხელოვანებმა. რამდენიმე მოწინავე კატეგორიაში ადამიანების სურათებიც გავიდა. მაგალითად, კიკო აბადალის მხატვრული გამოსახულება, რომელიც ტაილანდის სანაპიროზეა გადაღებული და სხვა.

კონკურსში 71 ქვეყნის 4200 ფოტო მონაწილეობდა და კონკურენცია საკმაოდ მკაცრი იყო.













