in

მოულოდნელი კადრი – წყლიდან ამომავალ ვეშაპს ვერავინ ამჩნევს!

ერიკ სმიტის ფოტოგრაფიაში ვეშაპებს განსაკუთრებული ადგილი უკავია

ფოტოგრაფმა ერიკ სმიტმა იცის, როგორ უნდა აღმოჩნდეს სწორ დროს საჭირო ადგილას. იგი მსოფლიოს გამუდმებით კამერით ხელში აკვირდება – კამერა მისი თვალებია… ასე რომ, ჩვენს მსგავსად არ უწევს იმის თქმა, ნეტავ თვალებით შემეძლოს ახლა ამ კადრის გადაღებაო. 

სმიტის ნამდვილ სენსაციად 2020 წლის მარტის ექსპედიციაში გადაღებული ვეშაპის ფოტო იქცა. კადრში ასახულია, როგორ ამოდის ვეშაპი წყლიდან და მის გვერდით ნავში მყოფ დამთვალიერებლებს წარმოდგენა არ აქვთ ამის შესახებ.

რეალურად, ეს სმიტის პირველი ფოტო არაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. 2015 წლის ფოტოც სწორედ ვეშაპს უკავშირდება – უზარმაზარი არსება წყლიდან ამოდის, ახალგაზრდა ბიჭი კი მობილურში იყურება და ვერც კი ამჩნევს მას.

“2020 წლის მარტში სან-იგნაციო ბაჯას ლაგუნაში ნაცრისფერი ვეშაპების გადაღება მსურდა. 2017 წელს როცა იქ ვიყავი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ამ საოცრად ინტელექტუალურ და მეგობრულ არსებებთან ასეთი მჭიდრო კონტაქტის უნარი გამორჩეული გამოცდილება ყოფილა” – ამბობს ფოტოგრაფი.

ვეშაპებთან ერთად თავს სახლში ვგრძნობ

რამდენიმე მეტრის მოშორებით სხვა ნავში მყოფმა სმიტმა სწრაფად შეძლო ფოტოს გადაღება, ის გარდამავალი წამი ასახა, ვიდრე ყველა გააცნობიერებდა, რა ხდებოდა. ვიზუალური თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული კადრია – აქ ერთმანეთს ერწყმის ადამიანთა სიმშვიდე, სხვა დეტალებზე დაკვირვების პროცესი და ამავდროულად უზარმაზარი ვეშაპი, რომელიც რამდენიმე წამში შიშსა და აღტაცებას გამოიწვევდა.

“ბედნიერი საშიში შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ვცდილობ, ისეთი სცენარები გამოვიყენო, რომლებშიც ისინი მეტად მოსალოდნელია. ასევე, ვცდილობ, ყოველთვის თან ვატარო კამერა, რადგან არასდროს იცი, რას დაინახავ” – აღნიშნა ერიკ სმიტმა.

ერიკ სმიტის სხვა ფოტოები:

რა მნიშვნელობა აქვს SWING Festival-ისთვის ფოთს და პირიქით?!

ირის ვან ჰერპენმა ტანსაცმლის ახალი კოლექცია გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნა!