in

წყლის მიღების წესები ზაფხულის ცხელ დღეებში — რას გვირჩევს მარი მალაზონია?

„ზაფხულის ცხელ დღეებში აუცილებელია სითხის მიღება“, — ხშირად გვესმის ეს ფრაზა, მაგრამ რამდენი ან როგორ უნდა მივიღოთ საჭირო სითხე?

სეზონთან ერთად, იცვლება ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება, მდგომარეობა და შემადგენლობაც კი… სწორედ ამიტომ, ექიმი-ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საზაფხულოდ გირჩევთ:

  • წყალი დავლიოთ მაშინ, როცა გვშია! რადგან ხშირად გვიჭირს განვასხვაოთ შიმშილი წყურვილისგან.
  • ზაფხულის ცხელ დღეებში არ დაგავიწყდეთ საკმარისი მოცულობით წყლის მიღება!
  • ჩვეულებრივ, ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობა, საშუალოდ, სხეულის ყოველ 1 კგ-ზე 30-40 მლ-ია.
  • გაითვალისწინეთ: გარემოს ტემპერატურის მატება და ფიზიკური აქტივობა წყალზე მოთხოვნილებას ზრდის!
  • ოფლიანობისას, წყალთან ერთად, ვკარგავთ „მარილებს“ (ელექტროლიტებს).
  • ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ჭარბოფლიანობისას, მინერალური წყალი კარგი არჩევანია დანაკარგის შესავსებად.
  • მიუხედავად ამისა, მინერალური წყალი სასმელი წყლის ალტერნატივა არ არის! ამიტომ ნუ დალევთ მინერალურ წყალს სასმელი წყლის ნაცვლად!
  • საკუთრივ, წყლის გარდა, წყლის წყაროდ შეიძლება განვიხილოთ: რძე, წვენები, ნაყენები, კომპოტები, წვნიანი კერძები და მსგავსი პროდუქტები, უპირველესად, წყალუხვი ხილი და ბოსტნეული.
  • გაითვალისწინეთ, რომ, მაგალითად, საზამთროს ან ისპანახის წონის თითქმის 100% წყალია, ზოგადად, ხილსა და ბოსტნეულში – 80-95%, ხორცეულში – 50%-მდე, პურსა და ყველში – 35%-მდე.
  • ენდემური სეზონური ბოსტნეული და ხილი, ამავე დროს, ვიტამინებითა და მინერალებით შევსების საუკეთესო საშუალებაცაა.

მარი მალაზონიას „კვებითი შუქნიშანი“ | წიგნის ონლაინ შეძენა შეგიძლიათ ბმულზე https://bit.ly/3SihMOg

[R]

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი 22 ივლისს ჩატარდება — რა გველოდება?

შენ სუფთა ჰაერი ისუნთქე, კონდიციონერს კი Pneuma გაგიწმენდს