31
Jan
2017

როდესაც სუფთა სასმელი წყალი ფუფუნებაა! – მეთ დეიმონი Stella Artois–ის სოციალურ კამპანიაში

31 Jan 2017

Elit Electronics


მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, ვისთვისაც სუფთა სასმელი წყალი ნამდვილი ფუფუნებაა, ხოლო თავისუფალი დრო და იმის კეთება, რაც გიყვარს – მიუწვდომელი სურვილები. Stella Artois–მა, საქველმოქმედო ორგანიზაცია Water.org–მა და ამერიკელმა მსახიობმა მეთ დეიმონმა, ახალი ერთობლივი სოციალური კამპანიის ფარგლებში, ერთი განსაკუთრებული ქალბატონი, ელიზაბეტი გაგვაცნეს. 

 

ელიზაბეტი, სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, მთელი დღის განმავლობაში 4 საათს ანდომებს წყლის მოსატანად კილომეტრების გავლასა და სახლში დაბრუნებას. ახალგაზრდა ქალბატონისთვის თავისუფალი დრო და მომავალზე ოცნება აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როგორც კი ორგანიზაციის დახმარებით ელიზაბეტის სოფელში სუფთა წყლით მომარაგების სამსახური ამუშავდა. დროც გამოჩნდა და ოცნებებიც მომრავლდა. ცოტა მონდომებაც და ელიზაბეტმა თავისი სამკერვალო სალონი გახსნა. ერთობლივი კამპანიის მიზანია, დაეხმაროს მილიონობით ასეთ ადამიანს, მისცეს მათ ოცნების და სურვილების განხორციელების საშუალება.

განხილვა