in

სერენა უილიამსმა დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი შექმნა!

ეს პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ ბრენდად, რომელიც ჩოგბურთითაა შთაგონებული და იდეალურია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. სერენა კი მას Wyn Beauty-ის სახელით გვაცნობს. თუ დააკვირდებით, სახელის წარმოთქმისას Win-ს ვამბობთ, გამარჯვებას, რომლითაც ბრენდი თავისსავე სწრაფვას ასახავს კორტებზე გამარჯვების მოპოვებისკენ… ამაზე კი სერენა უილიამსი 6 წელი მუშაობდა.

Wyn Beauty ათი მთავარი პროდუქტისგან შედგება, იქნება ეს სახის, ტუჩებისა თუ თვალის დეკორატიული საშუალებები. შთაგონება კი, გასაკვირი არ არის, რომ სერენას აქტიური ცხოვრების წესი იყო, რომელსაც გამძლე მაკიაჟი სჭირდებოდა. ამგვარად, 42 წლის უილიამსი გვთავაზობს პროდუქტებს მაკიაჟისთვის, რომელიც კორტებზე მატჩებს და შემდგომ პრესკონფერენციებსაც გაუძლებს. წარმოიდგინეთ, რომ ოფლში გაწურულს 15 წუთი გაქვთ თავის მოსაწესრიგებლად… — სწორედ ეს არის Wyn Beauty-ის არსი.

ბრენდი ჩრდილების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს, 91 ფერს, რომელიც კანის სხვადასხვა ტონსა და მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს კი უილიამსისგან გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მრავალი წელია, რაც მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას უჭერს მხარს. ამასთან, სხვების მოტივირებითაც გამოირჩევა, რის გამოც ზოგიერთ პროდუქტზე ისეთ ინსპირაციულ სიტყვებს ვკითხულობთ, როგორებიცაა Brave, Momentum და Shine.

აღსანიშნავია, რომ სერენა უილიამსმა ბრენდი წამყვან სილამაზის კომპანია The Good Glamm Group-თან თანამშრომლობით შექმნა. რაც შეეხება გაყიდვებს, ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ამერიკაში Ulta Beauty-ის მაღაზიებში. ხოლო საერთაშორისო მასშტაბით პროდუქტები მომდევნო წელს ჩაეშვება. 

Samsung ახალ დიზაინის ფილოსოფიას ავლენს!

თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან – როგორი იყო მარტი ჰოლდინგში