Wyndham Hotels & Resorts ინდუსტრიის წამყვანი და მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროთა ფრენშაიზორია, რომელიც გლობალური მასშტაბით 95 ქვეყნის 9300-მდე სასტუმრო ობიექტსა და 24 მრავალფეროვან ბრენდს აერთიანებს. კომპანია მოწინავე პოზიციას არც სასტუმრო მენეჯმენტ სერვისების მიმართულებით თმობს.
ბაზრის სიღრმისეული ცოდნითა და მომსახურების მრავალწლიანი ექსპერტიზით, Wyndham ავთენტურ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას მსოფლიოს წამყვან ქალაქებსა თუ კურორტულ ზონებში უზრუნველყოფს.
დღევანდელ სტატიაში ამერიკული სასტუმროთა ფრენშაიზორის ისტორიას, ბრენდის დივერსიფიცირებულ პორტფელსა და იმ საკვანძო ფაქტორებს მიმოვიხილავთ, რომლებიც ინდუსტრიაში Wyndham-ის დომინირებას განაპირობებენ.
ისტორიის მიმოხილვა
Wyndham Hotels & Resorts სათავეს 1981 წლიდან ტეხასის შტატში, დალასიდან იღებს — მისი დაარსების ისტორია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი დეველოპერის, Trammell Crow-ს სახელს უკავშირდება.
ბრენდჰაუსი თავდაპირველად ფრენშაიზინგსა და მაღალსეგმენტური სასტუმროების მენეჯმენტზე ფოკუსირდებოდა. 1980-1990-იან წლებში კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, სტუმარმასპინძლობის პორტფელი კი სხვადასხვა ტიპისა და ბაზრის სასტუმრო ბრენდებით განავითარა.
2006 წელს Wyndham Worldwide Corporation შეიქმნა, როგორც Cendant Corporation-ის სპინ-ოფი. Cendant მოიცავს Wyndham Hotel Group-ს, Wyndham Vacation Ownership-ს და RCI-ს. 2018 წლისთვის Wyndham Worldwide-მა განიცადა რესტრუქტურიზაცია, რის შედეგადაც Wyndham Destinations და Wyndham Hotels & Resorts დამოუკიდებელ მიმართულებად იქცნენ. ამ სტრატეგიულმა განცალკევებამ Wyndham Hotels & Resorts-ს საშუალება მისცა, კონცენტრირებულიყო მხოლოდ სასტუმროების ფრენშაიზინგსა და მენეჯმენტზე.
Wyndham-ის ბრენდული პორტფელი და სასტუმრო-კატეგორიები
24 ქვებრენდის სახით, Wyndham თანამედროვე სტანდარტებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასტუმრო, თუ რეზორტული ტიპის ობიექტებს აერთიანებს.
სხვადასხვაგვარი დასვენების მოყვარულთათვის Wyndham Hotels & Resorts-ის მასშტაბური სტუმარმასპინძლობის პორტფელიდან გამორჩეულ ბრენდებს შორისაა:
- Ramada: მოიცავს როგორც საშუალო, ისე მაღალი დონის სასტუმროებს. 850 ობიექტით 70 ქვეყანაში, Ramada საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე ყველაზე მეტი სასტუმრო ლოკაციით არის წარმოდგენილი. თითოეული ნომრის დიზაინი ადგილობრივი კულტურითა და ლოკაციით არის შთაგონებული, რაც აქ გატარებულ დროს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.
- Wyndham Garden: ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ჰარმონიული და განტვირთვისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე. Wyndham Garden-ის სასტუმროები ქალაქის საკვანძო ბიზნეს, ტურისტულ და ურბანულ ლოკაციებზე მდებარეობს და უმეტესწილად გათვლილია საქმიანი და სარელაქსაციო მოგზაურობებისთვის. ბრენდმა ახლახან დიზაინის თანამედროვე პროტოტიპი – Verde შეიმუშავა, რომელიც სხვადასხვა საბაზრო ობიექტებისთვის ე. წ. guest-centric დიზაინსა და არქიტექტურულ ელემენტებს ითვალისწინებს.
- La Quinta by Wyndham: ცნობილია თანმიმდევრული ხარისხითა და ინტერიერის თანამედროვე დიზაინით. ოპერირების 50-ზე მეტი წლის გამოცდილებით, La Quinta 900-ზე მეტი ობიექტის სახით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის, ავსტრალიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშია წარმოდგენილი.
- Dolce Hotels and Resorts: ემსახურება მაღალსტატუსურ სეგმენტს — ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში კი 20 პრემიალურ სასტუმროს აერთიანებს. ბრენდის პრემიუმ ნიშა საქმიანი შეხვედრებისთვისა და ღონისძიებებისთვის სრულად აღჭურვილი, მაღალტექნოლოგიური სივრცეები და გასტრონომიული პროგრამებია.
- Wyndham Grand: Wyndham-ის პორტფელში ყველაზე პრესტიჟულ ბრენდს წარმოადგენს. 70 ლოკაციით მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, Wyndham Grand თანამედროვე დასვენების მოყვარულთათვის პრემიუმ სტანდარტის მომსახურებასა და ინფრასტრუქტურას აერთიანებს. Wyndham Grand იდეალური ვარიანტია მოგზაურთათვის, რომელთაც ლუქს-კატეგორიის დასვენების მოწყობა დახვეწილ გარემოში, ავთენტურ ლოკალურ ელემენტებზე ფოკუსირებით სურთ.
უნიკალური ბიზნეს მოდელი
Wyndham Hotels & Resorts-ის ბიზნეს მოდელი ძირითადად ფრენშაიზინგის სტრატეგიას ეფუძნება, რამაც კომპანიის ზრდასა და პორტფელის მნიშვნელოვანი პარტნიორობებით გაჯერებასაც შეუწყო ხელი.
ფრენშაიზინგის მოდელი სასტუმროს დამოუკიდებელი მფლობელებისთვის ბრენდის ლიცენზიის გაცემას მოიაზრებს, რომლის ფარგლებშიც საკუთრების ოპერირება Wyndham-ის მაქსიმალური მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ შემთხვევაში Wyndham უზრუნველყოფს: ბრენდის სტანდარტების დაცვით მარკეტინგულ და საოპერაციო მხარდაჭერას, ჯავშნის სისტემების გაუმჯობესებას, შემოსავლებისა და ცნობადობის ზრდას.
ამგვარი თანამშრომლობით, Wyndham სასტუმროებს წვდომას საერთაშორისო ბაზარზე, გლობალური წარმომადგენლობის ზრდით სთავაზობს. სასტუმროს მფლობელები, თუ ინვესტორები ცნობილი ბრენდის – სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის გამოცდილებით სარგებლობენ.
Wyndham Hotels & Resorts-თან თანამშრომლობით, პარტნიორ ბრენდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დამოუკიდებელი საკუთრების შენარჩუნებასთან ერთად, Wyndham-ის სრული მხარდაჭერა მიიღოს.
რა განაპირობებს Wyndham Hotels & Resorts-ის დომინაციას გლობალურ ბაზარზე?
სასტუმროების ფრენშაიზინგში Wyndham-ის წამყვან პოზიციას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს:
- მრავალფეროვანი შეთავაზებები — 24 ქვებრენდის მრავალმხრივი მიმართულებით, Wyndham ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისთვის პერსონალიზირებულ გამოცდილებას ქმნის.
- გლობალური წვდომა — როგორც აღვნიშნეთ, ბრენდის პორტფელი მსოფლიოს 95 წამყვანი ქვეყნის 9300-მდე ობიექტს აერთიანებს, რითაც ქმნის გლობალურ სასტუმროთა უდიდეს ეკოსისტემას.
- ფრენშაიზინგის ექსპერტიზა — Wyndham-ის ექსპერტული გამოცდილება ინდუსტრიაში და ფრენშაიზინგის უნიკალური ბიზნეს მოდელი – ეფექტურ, მომგებიან და წარმატებულ პარტნიორობებს უზრუნველყოფს.
- ინოვაცია და ტექნოლოგია — კომპანია მუდმივად აახლებს და აუმჯობესებს ჯავშნის სისტემებს, მარკეტინგულ პლატფორმებს, ტექნოლოგიურ სერვისებსა და სტუმარმასპინძლობის გამოცდილებებს. ინოვაციებისადმი ამგვარი ერთგულება ბრენდს კონკურენტუნარიანობასა და აქტუალურობას უნარჩუნებს.
- ლოიალობის პროგრამა — Wyndham Loyalty Rewards Program კომპანიის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც 100 მილიონზე მეტ დარეგისტრირებულ წევრს მოიცავს. ეს პროგრამა განაპირობებს მომხმარებლების ხელახალ მოზიდვასა და ბრენდისადმი ლოიალური დამოკიდებულების ფორმირებას, რაც ხელს უწყობს ფრენშაიზინგის ქსელის საერთო წარმატებას.
Wyndham Hotels & Resorts-ისა და ალიანს ჯგუფის პარტნიორობა
აღსანიშნია, რომ რამდენიმე თვის წინ Wyndham Hotels & Resorts-სა და სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კოლაბორაციის თანახმად, თბილისის ლენდმარკ პროექტ ალიანს ჰაილაინის C თაუერში Wyndham Grand Residences Tbilisi განთავსდება, რომელთა მენეჯმენტსაც მსოფლიოში უმსხვილესი მმართველი კომპანია Aimbridge Hospitality უზრუნველყოფს.
მსგავსი ტიპის უალტერნატივო, ლუქს სეგმენტის ბრენდული რეზიდენცია თბილისის ბაზარზე პირველად სწორედ ალიანს ჰაილაინში იქნება წარმოდგენილი, Wyndham Grand Residences Tbilisi-ში ინვესტირებით კი მესაკუთრეები გამოცდილი ბრენდჰაუსის უმაღლესი სტანდარტის მომსახურებითა და განსაკუთრებული საინვესტიციო უპირატესობებით ისარგებლებენ.
Wyndham Grand Residences Tbilisi-ის ბრენდული რეზიდენციის მესაკუთრე უნიკალური ბიზნეს-მოდელის საინვესტიციო პროექტში ექსკლუზიური წილის მფლობელი ხდება. მისი შემოსავალი სასტუმროს სრული ოპერირებიდან გენერირებული მოგებით განისაზღვრება — როგორც ჯამური სანომრე ფონდიდან, ისე ინფრასტრუქტურიდან. მათ შორისაა: რესტორანი, ლობი, ლაუნჯი, საკონფერენციო სივრცეები, სპა-ზონა და პარკინგი.
Wyndham Grand Residences Tbilisi-ს ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განხორციელებული ინვესტიციით მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროთა ფრენშაიზორ კომპანია Wyndham Hotels & Resorts-სა და ამერიკულ წამყვან მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality-ს დაუპარტნიორდეს და იმავდროულად, გახდეს Wyndham-ის ყველაზე მაღალსტატუსური საკუთრების მფლობელი, თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.