კომფორტულად ჩაცმა ყოველდღიურობის საბაზისო და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც არცთუ იშვიათად ჩვენს განწყობასა და თავდაჯერებულობასაც კი განაპირობებს. თუმცა, სამოსი, რომელსაც თავმომწონედ ვატარებთ, სამწუხაროდ, ყველასთვის თანაბრად კომფორტული არ არის. სწორედ ეს მიგნება იქცა სტარტაპის იდეად ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებმაც ძალების გაერთიანება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებზე მორგებული კომფორტული და მოდური ტანსაცმლის შექმნა განიზრახეს. სურდათ თითოეულ მომხმარებელს თავი გამორჩეულად ეგრძნო, ამიტომ სახელიც ფრაზიდან What’s Your Name შეარჩიეს – WYNFlair. იმედოვნებენ, რომ სტარტაპის დახმარებით, შშმ პირებს თვითგამოხატვისა და სოციალიზაციის მეტ საშუალებას შეუქმნიან. ახალი ბრენდი ბაზარზე 8 სექტემბერს გამოჩნდება და მომხმარებლებს WYNFlair-ის სამოსის ონლაინ შეძენის საშუალებას მისცემს. საქართველოში წარმატებული ოპერირების შემდეგ, გუნდი ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.
პროექტის იდეა სხვა პროექტზე მუშაობის პარალელურად გაჩნდა, აშშ-ში, დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისას, სადაც სხვა ქართველი წარმომადგენლებიც გაიცნეს. ერთობლივი მსჯელობის დროს განიხილეს, ბაზრის სამომავლო საჭიროებები და პოტენციალი. სწორედ ასე მიიქცია მათი ყურადღება ადაპტირებული სამოსის კონცეფციამ.
გუნდი სამი სტუდენტის ძალისხმევით ჩამოყალიბდა – გიორგი ჯალაღონია სორბონას უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, ნინი სიხარულიძე – ჰარვარდის სტუდენტი სამედიცინო მიმართულებით, ნიკა აბრამიშვილი კი ბერლინში ეუფლებოდა ხელოვნებათმცოდნეობას. მეგობრებმა ცოდნა და უნარები ერთმანეთს შეუსაბამეს და დისტანციურად მუშაობის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულებმა გუნდის გაფართოება დაიწყეს.
„პროექტის იდეა გასულ წელს გაჩნდა, როდესაც პირველად გავიგეთ ადაპტირებული მოდის შესახებ. მაშინვე შევავლეთ ქართულ ბაზარს თვალი და ნათლად ჩანდა, რომ ამ გვარი პროდუქცია ქართულ სივრცეში არ იქმნებოდა. მალევე, გუნდის დამფუძნებლებმა და დიდი ხნის მეგობრებმა ერთმანეთს ჩვენი ჩვენი ცოდნა და იდეები გავუზიარეთ და დავიწყეთ ამ იდეს რეალობად ქცევა. გარდა იმისა, რომ გუნდის წევრები თავიან სფეროებში მოწინავე უნივერსიტეტების სტუდენტები ვიყავით, ასევე უკლებლივ ყველას გვჯეროდა, რომ არ არსებობს იმაზე კარგი და პროდუქტიული საქმე ვიდრე, სიკეთის კეთება. ეს იყო მთავარი მოტივატორი პირველად რომ შევხდით მაშინ და დარწმუნებულები ვართ, რომ არასდროს განელდება ეს სურვილი“, – გვიამბო WYNFlair-ის დამფუძნებელმა გიორგი ჯალაღონიამ.
M: მომხმარებელთა საჭიროებებზე გვიამბეთ, რაც სტარტაპის მთავარ ამოსავალ წერტილად იქცა…
კვლევების შედეგად ვნახეთ, რომ საქართველოში დაახლოებით 150,000-ი შშმ პირია, მათი დიდი ნაწილი მოწყვეტილია როგორც ეკონომიკურ, ისე სრულყოფილ სოციალურ ცხოვრებას. ამის მიზეზია მრავლადაა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ თვითგამოხატვის შესაძლებლობები გაგვეზარდა. მუდამ გვჯეროდა, რომ ტანისამოსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ადამიანის ხასიათის წარმოჩენაში და ფიზიკური შეზღუდვები არ უნდა აფერხებდეს თვითგამოხატვას. ამრიგად შევქმენით ტანსაცმელი, რომელიც უფრო მარტივია გახდა-ჩაცმისთვის, ამარტივებს მასში დიდი დროის გატარებას და გადაადგილებას. სწორედ ამ საჭიროებებზე გავაკეთეთ აქცენტი პირველ კოლექციაში.
M: როგორ მუშავდება სამოსის არქიტექტურა, რათა მომხმარებლის საჭიროებებს მოერგოს?
სექტემბრის კოლექცია მოიცავს მაისურს, შარვალსა და მოსაცმელ ჟაკეტს. მათი სპეციფიკა ასეთია: მაისურს აქვს ჭრილი საყელოდან მხრის ბოლომდე. ასევე გაჭრილია იღლიის დასაწყისიდან მაისურის ბოლომდე.ამ მოდელის მსგავსი გადაწყვეტა მაისურის გახსნის შესაძლებლობას იძლევა, როგორც ქვედა, ასევე ზედა მხრიდან.მაისურის ნაწილები ერთმანეთს უკავშირდება დამალული ელვისა და მაგნიტების საშუალებით, რაც კიდევ უფრო მეტად ამარტივებს მის გამოყენებას.
შარვალი, რომელიც შეკერილია მჯდომარე სხეულის მოდელის მიხედვით, რაც ეტლით მოსარგებლე პირების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად აადვილებს.ნაკერების სწორი განლაგება და შერჩეული ნაჭრის სიმსუბუქე ძალიან ამარტივებს ჩაცმისა და მოხმარების პროცესს. შარვლის ორივე ტოტი იხსნება ელვა შესაკრავისა და ფხრიწის მეშვეობით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, შარვალს აქვს კათეტერისთვის განკუთვნილი შიდა ჯიბე.
მოსაცმლის შემთხვევაში მაქსიმალურად შევინარჩუნეთ მინიმალიზმი, დავტოვეთ კლასიკური ჟაკეტისთვის დამახასიათებელი სათუთი ქსოვილი, მოხდენილი ფორმა და უნივერსალური ფერი. მთავარი ცვლილება, მისი შეკვრის მანერა გახლავთ. ელვა შესაკრავისა და ღილების ნაცვლად, ჩვენს ჟაკეტს ექნება მაგნიტები ფიქსაციისთვის.
M: როგორ გაუმარტივებს WYNFlair ყოველდღიურობას მის მომხმარებლებს?
გარემოებებიდან გამომდიანრე, პროექტის განხორციელებამ პირდაპირი და პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირთა ყოველდღიურობაში, ისევე, როგორც ასაკოვანი ან დროებითი ტრამვების მქონე მოსახლებაში. პრიველ რიგში, ხაზგასასმელია პრაქტიკულობის გაუმჯობესება, ეს ტანისამოსი ყველა ზემოთ ჩამოთვლი ჯგუფს გაუმარტივებს გადაადგილებასა და მოძრაობას. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს კულტურული გავლენები, ამ ჯგუფებს, განსაკუთრებით კი შშმ–პირებს საკმაოდ უჭირთ ისე გამოხატონ საკუთარი თავები, როგორც სურთ. ჩვენ გვჯერა, რომ ტანსაცმელიც თვიგამოხატვის საშუალებაა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, კი ნამდვილად გააძლიერებს მათი თვითგამოხატვის შესაძლებლობეს. ასევე აღსანიშნავია, ის პოზიტური გავლენა, რომელიც ამ პროექტს დაჰყვება, ვგულისხმოთ, საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და გარკვეული სტერეოტიპების შეცვლასა და მსხვრევას.
M: მიმოვიხილოთ – ვინ არის სამიზნე სეგმენტი და სად/როგორ შეუძლიათ WYNFlair-ის სამოსის შეძენა?
მთავარი სამიზნე აუდიტორია არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუმცა ტანისამოსის მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი. WYNflair-ის პროდუქცია სასარგებლო იქნება ასაკოვანი ხალხისთვის, დროებითი ტრამვების დროს, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დროსაც.
რაც შეეხება, გაყიდვებს, თავდაპირველად პროდუქციის ყიდვა შესაძლებელი იქნება ონლაინ, ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური პლატფორმების მეშვეობით. თუმცა, ახლო მომავალში იგეგემება თანამშრომლობა, აფთიაქებთან და სპეციალური მომსახურების და რეაბილიტაციის ცენტრებთან.
M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?
გუნდის სხვადსხვა წევრს განსხვავებული გამოცდილება ჰქონდა. ეს გამოცდილებები ვრცელდებოდა მედიცინიდან ხელოვნების ჩათვლით. გუნდის დამფუძნებლებიდან ერთ-ერთს მოდის სფეროშიც ჰქონდა ნამუშევარი და კარგად იცნობდა ამასთანავე გუნდის რამოდენიმე წევრს წარსულში და ახლაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ სტარტაპ-კულტურასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ WYNflair, ყველა ჩვენგანისთვის პირველი სოციალური პროექტია, რაც მეტ პასუხისმგებლობასთან ერთად, მეტი სიცოცხლის შეცვლის საშუალებას იძლევა.
M: რა მნიშვნელობისაა WYNFlair სოციალური თვალსაზრისით და ასევე, როგორია მისი, როგორც ბიზნესის პერსპექტივა?
ვთვლით, რომ პროექტსი წარმატებით განხორციელება, დადებით შედეგს მოიტანს, როგორც პირდაპირ მომხარებელზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაზეც. ერთის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეძლებენ საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ თავი, ჩაიცვან ის რაც უნდათ, გამოხატონ საკუთარი აზრები და ხასიათის და ამავროულად მიიღონ მაქსიმალური კომფორტი, იმ ტანსაცმელში, რომელსაც თვითნ აირჩევენ. მეორე მხრივ, კი საზოგადოებას მეტად დაანახებს, იმ ხალხს, რომელსაც დღეს მინიმალური ყურადღებაც არ ექცევა. გვჯერა, რომ ხელოვნებას აქვს ძალა, რომ ადამინაბი შეცვალოს, შეცვალოს დამოკიდებულებები და სტერეოტიპები, სწორედ ამას ვემხსახურებით ჩვენც, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ უკეთესი გავხადოთ თითოეული ადამიანის ყოფა. სწორედ აქედან მოდის სახელიც, რომელიც ინგლისური ფრაზა „რა არის შენი სახელის“ აბრევიატურაა, გვინდა, თითოეულმა ადამიანმა, საკუთარი სახელი ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვას, თქვას, რომ მე ვარ მე და მსურს ჩავიცვა ეს და არა ვარ ის, ვინც შეიძლება უბრალოდ შშმ პირის სახელით იქნეს წარმოდგენილი, რომ ეს ჩვენ ვართ, ვინც ჩვენს სახელებს განვმარტავთ და არა გარემო პირობები.
M: თქვენთვის რას ნიშნავს WYNFlair-ის შექმნა?
პირადად ჩემთვის, ეს პროექტი საშუალებაა, რომ მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თქვას თავისი სიტყვა და თქვას ამაყად. გვჯერა, რომ ფიზიკური დაბრკოლებები არ გაგვსაზღვრავს, გვჯერა, რომ ერთ წამში, უბედური შემთხვევების გამო არ სრულდება, რომ არის რაღაცეები, რასაც ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და თუკი, ერთ ადამიანს მაინც გავუმარტივებთ ყოველდღიურობას, მიზანი მიღწეული იქნება.
M: როგორ გეგმავთ სტარტაპის განვითარებას?
მიმიდინარე წლის 8 სექტემბერს იგეგემება, პროექტის ოფიციალური გაშვება, ამის შემდეგ უკვე ახალ კოლექციაზე დავიწყებთ მუშაობას. პირველი ორი წელი, მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვიმუშავებთ, რის შემდეგაც, თუკი მომხარებლის უკუკავშირი მისაღები იქნება, გაფართოვება-ექსპორტზეც დავიწყებთ მუშაობას.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი