in

…და თქვენ რას იფიქრებდით? – ადაპტირებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის, WYNFlair-ის სოციალური ექსპერიმენტი

ტანსაცმელი თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ფორმაა, თუმცა ყველასთვის როდი არის მისი შერჩევა მარტივი და კომფორტული პროცესი. სწორედ ამ ბარიერის გადალახვას ემსახურება WYNFlair – ქართული ბრენდი, რომელიც სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქმნის სამოსს. ბრენდი იწყებს ახალ სოციალურ კამპანიას, სახელწოდებით #გაემზადე, რომლის ფარგლებშიც საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. ინიციატივის მთავარი იდეა იმ რეალობის წარმოჩენაა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები ყოველდღიურად აწყდებიან. ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, შეერჩიათ WYNFlair-ის სამოსი სხვადასხვა სიტუაციისთვის – იქნება ეს სამუშაო გარემო, კონცერტი თუ ყოველდღიური გასეირნება – და, რაც მთავარია, დეტალურად აღეწერათ ის გზა, რომელსაც ამ დანიშნულების ადგილამდე გაივლიდნენ.

M2

ვიდეორგოლზე, რომელიც კამპანიის მთავარ სათქმელს გადმოსცემს, სააგენტოებ JoyBoy-მ და INDUSTRIA-მ იმუშავეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსა და პროდუქტების ადაპტირება. კამპანია #გაემზადე არ ეხება მხოლოდ მოდას. ეს არის მცდელობა, გავამარტივოთ ყოველდღიურობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად აწყდებიან ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ბარიერებს ტანსაცმლის შერჩევისას.

ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა კონტრასტი: როცა გაცვია სამოსი, რომელიც ზუსტად შენს საჭიროებებზეა მორგებული, მზადება სასიამოვნო პროცესია, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა კვლავ გამოწვევად რჩება. WYNFlair-ით ჩვენ ვცდილობთ, სულ მცირე, „მზადების“ ნაწილი მაინც გავხადოთ კომფორტული, დამოუკიდებელი და სტილზე ორიენტირებული. გვჯერა, რომ სწორი სამოსი ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, რაც ნებისმიერი ბარიერის გადალახვის პირველი ნაბიჯია“, – ამბობენ WYNFlair-ის წარმომადგენლები.

კრედიტები:
დამკვეთი:
WYNflair დამფუძნებლები: გიორგი ჯალაღონია, სოფი ჯორჯაძე
შშმ პირთა საკითხების მკვლევარი: ნატა ბუკია
კრეატიული სტუდია: JoyBoy
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი კვიტატიანი
აღმასრულებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ლაშა დ. კოტორი
უფროსი არტ დირექტორი: ლუკა ივანიძე
უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი
უფროსი დიზაინერი: გიორგი ხარძიანი
უფროსი მოუშენ დიზაინერი: აკო რეხვიაშვილი
უმცროსი მოუშენ დიზაინერი: ანი მელიქჯანიანი, შიო ფეიქრიშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ლაშა კოტორაშვილი
შექმოქმედებითი გუნდი: სოფო ლომინეიშვილი, ნუცა კაკულია, შიო ფეიქრიშვილი, მარიამ ტეფნაძე, მარიამ კოტიშაძე
წარმოება: INDUSTRIA
რეჟისორი: სალი ნიკოლაიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
აღმსურებელი პროდუსერი: ალექსანდრე გაბილაია
წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე
1st AD: მარიამ გუგუშვილი
მხატვარი: დავით წაქაძე
გრიმი: ვერიკო ბედელაძე
კამერა ასისტენტი: ლევან ირემაშვილი
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
პოსტ პროდუსერი: ბურო
მონტაჟი: ზუკა ბერძენიშვილი, ბურო
ხმის დიზაინი & მუსიკის კომპოზიცია: uzupo
ფერის კორექცია: ბურო
განსაკუთრებული მადლობა ექსპერიმენტის მონაწილეებს: ნიკოლოზ რამიშვილი (დრუპი), მაია ნატროშვილი, ალექს რუაძე, ნუცა აბულაძე, ხათუნა ტუღუში, ანა გადელია, ქეთი გომელაური, სალომე ნუსხელაძე, გიორგი ჭკადუა, ზუკა მახარაშვილი, საბა ზაკალა.

„რატომ არ უნდა ვცადო?“ – ლევან ლაფაჩის #პირველიკითხვა

თიბისი და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი