in

X-მა რეკლამების სამართავად ახალი ინსტრუმენტი წარადგინა

Lenovo
Lenovo

სოციალურმა ქსელმა X-მა ახალი სერვერი, „Ads Model Context Protocol“ (MCP) აამოქმედა. ეს სიახლე რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს, სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად და სამართავად მესამე მხარის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მაგალითად, Claude ან ChatGPT გამოიყენონ. ახლა უკვე შესაძლებელია, მომხმარებელმა სისტემას უბრალოდ ტექსტური დავალება მისცეს. მაგალითად: „დაიწყე საშემოდგომო კოლექციის კამპანია, ბიუჯეტი 15 000 დოლარი 2 კვირაზე, მხოლოდ აშშ-ში, მიზანი გაყიდვების ზრდაა“.

 ახალი MCP სერვერი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ AI მოდელს X-ის რეკლამების 23 ინსტრუმენტთან აკავშირებს. მათი მეშვეობით შესაძლებელია კამპანიის მონაცემების წაკითხვა, ანალიტიკის წარმოება და მიმდინარე რეკლამების მართვა. აღსანიშნავია, რომ X ამ მიმართულებით პირველი არ არის; კონკურენტებმა (Meta, Pinterest, TikTok და Snapchat) მსგავსი სტრატეგია და ინტეგრაციის შესაძლებლობები ჯერ კიდევ გასული წლის განმავლობაში დანერგეს.

 ეს ნაბიჯი ილონ მასკის ხედვის ნაწილია, რომელსაც სურს, X ე. წ. „ყველაფრის აპლიკაციად“ აქციოს. კომპანია ამ გზით ცდილობს, დაეწიოს კონკურენტებს და ვიდეოკონტენტისა თუ ახალი AI ტექნოლოგიების დახმარებით თავისი სარეკლამო ბიზნესი თავიდან ააშენოს.

ბილ გეითსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე საუბრობს

გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად – საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი