ილონ მასკმა ჩვენთვის საყვარელ ტვიტერში ხომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და სახელიც X-ით გადახაზა, ახლა კი ვიგებთ, რომ პლატფორმის ახალ მომხმარებლებს მცირე თანხის გადახდა მოუწევთ სოციალურ ქსელში პოსტების განსათავსებლად. მიზეზად კი ბოტების პრობლემის თავიდან არიდებას ასახელებენ — ილოს მასკის პოსტიდან ვიგებთ, რომ ახალი მომხმარებლებისთვის მცირე გადასახადის დაწესება ერთადერთი გზაა ბოტების შეტევების მოსაგერიებლად. თანაც ამჟამინდელ AI-ს და ტროლებს მარტივად შეუძლია are you a bot-ის ველის გავლაო…
ზუსტად რამდენი იქნება გადასახდელი, ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და ამაზეც, მასკის გვერდიდან ვიგებთ — ახალ მომხმარებლებს ექაუნთის შექმნიდან 3 თვეში გადასახადი მოეხსნებათ და პლატფორმით ჩვეულებრივ უფასოდ ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში X-მა ახალ მომხმარებლებს, რომელთაც ვერიფიკაცია არ ჰქონდათ გავლილი 1 დოლარი დააკისრა ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში. ამ რეგიონებში მცხოვრებ ახალ მომხმარებლებს პოსტების წაკითხვა შეეძლოთ, თუმცა არა, ინტერაქცია. ხოლო კონტენტის დასაპოსტად, პოსტების მოწონებისთვის, გადაზიარებისთვის, პასუხების გაცემისა თუ შენახვისთვის აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადონ. მეტიც, ამ სისტემას მასკი კიდევ რამდენიმე რეგიონში იყენებს.
ერთი თვის წინ კი გაგვაფრთხილეს, რომ სპამ ანგარიშებს შეუტევდნენ — მომხმარებლებს აფრთხილებდნენ, რომ გამომწერთა რიცხვი, შესაძლოა, შემცირებულიყო. ახლა კი გადასახადის დაწესებით X ცდილობს, უკეთ გაუმკლავდეს ბოტების პრობლემას…