in

“KIA”-ს უნიკალური ავტომობილი X-Car

KIA Motors-მა  KIA Sorento-ს ბაზაზე ახალი უნიკალური ავტომობილი  X-Car შექმნა. ავტომობილი კინო-კომპანია Twentieth Century Fox-თან ერთად დაიგეგმა და ის ფილმის X-Man-ის მხარდასაჭერად გაკეთდა.

X-Car-ის ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. მისი პრეზენტაცია 2015 წლის Australian Open-ის გახსნამდე ერთი კვირით ადრე იგეგმება. ავტოკომპანია მომხმარებელს სთავაზობს გამოიცნონ, რომელი პერსონაჟი გახდა X-Car-ის შექმნის მიზეზი.

პრეზენტაციის შემდეგ ავტომობილი, მთელი ტურნირის მანძილზე მელბურნში გადაინაცვლებს. 2015 წლის 1 თებერვლიდან X-Car გამოფენების და ავტოშოუების მონაწილე გახდება.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან “KIA” Facebook-ზე და YouTube-ზე ახალ ვიდეო-რგოლს განათავსებს, სადაც ტენისისტი რაფაელ ნადალი X-Man-ებთან ერთად Australian Open 2015-ის დასაცავად იბრძოლებს.

KIA X-car KIA X-car1 KIA X-car2 KIA X-car3 KIA X-car4

ფიროსმანი და “ხუთი თავადის ქეიფი” ღვინო თამადას ახალი რეკლამა

თოვლის ბაბუაც დადის ტუალეტში!