in

X უფრო მეტად ემსგავსება ბრაუზერს – ახალი ფუნქცია პლატფორმაზე

X სულ უფრო მეტად ცდილობს გადაიქცეს აპლიკაციად, რომელიც ყოვლისმომცველი იქნება. სწორედ ამ მიზნით დაამატა ახალი ფუნქცია – History ჩანართი, რომელიც ერთ სივრცეში აგროვებს მომხმარებლის bookmarks-ს, მოწონებებს, ვიდეოებსა და სტატიებს.

ფუნქცია თავდაპირველად iOS-ზე გახდა ხელმისაწვდომი. X-ის პროდუქტის ხელმძღვანელის თქმით, History მომხმარებლებს დაეხმარება, მარტივად იპოვონ საყვარელი კონტენტი და დაუბრუნდნენ მას, რისი წაკითხვა ან ყურებაც მოგვიანებით სურთ.

განახლების შემდეგ მობილურის აპის მარცხენა მენიუში არსებული Bookmarks ღილაკი History-ით ჩანაცვლდა. ახალი გვერდი კონტენტს ოთხ კატეგორიად ყოფს: Bookmarks, Likes, Videos და Articles. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს სწრაფად დაუბრუნდნენ სასურველ მასალას. თუ Bookmarks და Likes ის კონტენტია, რომელსაც ადამიანი თავად ინახავს, Videos და Articles ავტომატურად შეივსება იმის მიხედვით, რას უყურებს ან კითხულობს მომხმარებელი X-ზე. History სექცია მთლიანად პირადია და მხოლოდ თავად მომხმარებელს შეუძლია მისი ნახვა.

ეს ცვლილება X-ს ნაწილობრივ ვებბრაუზერს ამსგავსებს. მომხმარებლებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ადრე ნანახ კონტენტს მაშინაც კი, თუ მისი შენახვის ღილაკზე პირდაპირ არ დაუჭერიათ. ამასთანავე, ფუნქცია აერთიანებს იმ ელემენტებს, რომლებიც აქამდე აპის სხვადასხვა ნაწილში იყო გაფანტული: bookmarks მთავარ მენიუში ინახებოდა, ხოლო likes – პროფილის ცალკე ჩანართში.

ახალი სისტემა შესაძლოა X-ის გრძელფორმატიანი სტატიების ფუნქციის პოპულარიზაციასაც ემსახურებოდეს. კომპანია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს, პლატფორმა გადაიქცეს სივრცედ, სადაც ბიზნესები და კონტენტკრეატორები უფრო ვრცელ მასალებს გამოაქვეყნებენ, ვიდრე სტანდარტული 280-სიმბოლოიანი პოსტებია. History-ის საშუალებით მომხმარებლები მარტივად აკონტროლებენ იმ სტატიებს, რომლებიც სქროლვის დროს შეხვდათ, რაც საბოლოოდ X-ის შიგნით პერსონალიზებულ, news reader-ის გამოცდილებას ქმნის.

ეს განახლება იმ ფონზე გამოვიდა, როცა ვებგამომცემლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ტრეფიკი ისეთი პლატფორმებიდან, როგორიცაა Facebook და Google. ამის მიზეზი შეცვლილი ალგორითმები და AI-ზე დაფუძნებული სისტემები გახდა, რომლებიც მომხმარებლებს უფრო ნაკლებად აგზავნის გარე ვებსაიტებზე. X ამ ცვლილებას შესაძლებლობად აღიქვამს და ცდილობს, უფრო მეტი ავტორი მიიზიდოს, რათა კონტენტი პირდაპირ პლატფორმაზე განათავსონ, სადაც გავრცელებისა და აღმოჩენის მექანიზმები უკვე ჩაშენებულია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს – ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის