in

X-Ray სხივების საშუალებით, მარია ანტუანეტას საიდუმლო სასიყვარულო წერილები გაშიფრეს

მარია ანტუანეტა საფრანგეთის დედოფალი იყო. ის თავის მეუღლეს, ლუი XVI-ს სასიყვარულო წერილებს არ უწერდა. მისი მიძღვნილი საიდუმლო ჩანაწერები შვედ გრაფ აქსელ ფონ ფერსენს მისდიოდა. ეს ურთიერთობა, ბუნებრივია, საიდუმლო იყო. წერილებს ისინი რევოლუციის პერიოდში ცვლიდნენ, როდესაც მონარქია შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო, კორესპონდენცია ცენზურას გადიოდა – ვიღაც შავი მელნით ფარავდა სიტყვებს. თუმცა, ტექნოლოგიების დახმარებით, საფრანგეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა წერილების წაკითხვა შეძლეს, რასაც შეუძლია უამრავი ისტორიული დოკუმენტის გაშიფვრა და ფაქტების დადასტურება.

წერილები საფრანგეთის ეროვნულმა არქივმა 1982 წელს გამოისყიდა, თუმცა, მკვლევრებმა მელნით დაფარული ტექსტ გაშიფვრა ვერ შეძლეს. გუნდმა მისი ქიმიური კვლევა რადიაციული სხივების ფლუორეცენტული სპექტროსკოპიით განაგრძეს, რაც სხვადასხვა მელნის გარჩევაში დაეხმარათ. ახალი ინფორმაციის საფუძველზე, მათ დააპროგრამეს კომპიუტერული ალგორითმები, რამაც ცენზურის ქვეშ მოხვედრილი ტექსტის გაშიფვრა შეაძლებინათ. კვლევით დადასტურდა, რომ დედოფალი, გრაფი და ცენზორი ერთსა და იმავე მელანს იყენებდნენ.

დაშიფრული ნაწილები წერილების ყველაზე პირადულ მხარეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წერილებში ფიზიკური ურთიერთობების მტკიცებულება არ არსებობს, ბევრი ამ წერილებს სასიყვარულო კავშირის დასტურად მიიჩნევს. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ფერსენმა წერილებში პირადი ხასიათის სიტყვები დაშიფრა. ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ფერსენმა დედოფლის ღირსება და საკუთარი უსაფრთხოება დაიცვა.

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, „მეიჯერელ საქართველომ“, ქუთაისში, საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა

ლიდერების პიროვნული ხარვეზები კომპანიის სტრატეგიას აზიანებს