in

გიორგი მამარდაშვილს კომპანია X2 Development-მა ბინა აჩუქა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Kazbegi Residence-ის პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსის მომავალი მობინადრე გახდა.

კომპანია X2 Development-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს  საბურთალოზე, Kazbegi Residence-ს საცხოვრებელ კომპლექსში ბინა აჩუქა.

Kazbegi Residence პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსია საბურთალოზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობით.

პროექტში ყველაფერია მცხოვრებლების კომფორტისათვის: რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, 2-დონიანი ავტოსადგომი ელ. დამტენებით, კომერციული და საოფისე ფართები, საერთო სამუშაო სივრცე, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება.

კომპანია X2 Development ფეხბურთის აქტიური ქომაგი და მხარდამჭერია. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და წამახალისებელ საქმიანობას.

ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოსთვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო და ჩემპიონატზე გასვლით ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა.

X2 Development ბედნიერია, რომ საშუალება მიეცა, საქართველოს ნაკრების „რკინის გუმბათისთვის“ საჩუქარი გადაეცა. კომპანია გიორგი მამარდაშვილს ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.

[R]

„აგროსფერომ“ სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

ერთი დიდი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის წარმატებულ ცხოვრებას განსაზღვრავს