in

ხაბი ალონსოს ყოველდღიურობა Adidas–ისა და Porsche–ს ერთობლივი კოლექციის თანხლებით

Adidas-მა და Porsche-მ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახალი ვიდეორგოლი გადაიღეს და საშუალება მოგვცეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ხაბი ალონსოს სახლში შეგვეხედა, მისი ულამაზესი მეუღლე მსახიობი ნაგორე არანბურუ გაგვეცნო და სპორტსმენის ყოველდღიური საქმიანობისთვის გვედევნებინა თვალი. ასევე, რგოლში ხაბიმ Adidas–ის მიერ Porsche–სთვის შექმნილი ახალი გაზაფხული–ზაფხულის სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ჩვენებაც არაჩვეულებრივად მოახერხა. დახვეწილი დიზაინის, თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი ახალი კოლექცია განკუთვნილია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ასევე ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებლისთვისაც. მიმზიდველი და საოცრად გემოვნებიანი სპორტული ხაზი გულგრილს არავის დატოვებს, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, ვინ უკეთებს მას რეკლამას, ალბათ უკვე ის დროა, შესაძენად მოვემზადოთ.

M2

 

https://www.youtube.com/watch?v=I2hMFtZIeaw

„ხატია კომუნიკაცია“ – პიარსააგენტო, რომელიც კომპანიებს სჭირდება

თითო ხე ყოველ ახალ მომხმარებელზე – Shell–ის არაჩვეულებრივი კამპანია გარემოს დასაცავად