in

xAI-მ უფასო სურათებისა და ვიდეოების გენერატორი ჩაუშვა — Grok Imagine სექსუალურ კონტენტსაც კი ქმნის!

ცოტა ხნის წინ ილონ მასკის xAI-მ Grok Imagine-ის უფასო ხელსაწყო შემოგვთავაზა სურათებისა და ვიდეოების გენერირებისთვის და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. და რა განასხვავებს სხვა მოდელებისგან? აქ Spicy რეჟიმზე საუბრობენ, რომელიც არც სიშიშვლისა და არც სექსუალური კონტენტის გენერირებას გაურბის. არანაკლებ მნიშვნელოვანია Infinity Scroll-ის ფუნქციაც, რომელიც მიღებული სურათის მსგავსი ვიზუალების გენერირების შესაძლებლობას გვთავაზობს.

Grok Imagine ტექსტის სურათებად გარდაქმნის შესაძლებლობებს მოიცავს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომხმარებლებს მარტივი აღწერილობის საფუძველზე სურათების გენერირების შესაძლებლობას სთავაზობს. აქვე გვხვდება სურათების ვიდეოდ გარდაქმნის ხელსაწყო მოკლე კლიპების ასაწყობად, რასაც აუდიო ეფექტებიც კი შეგიძლიათ, დაამატოთ Google Veo 3-ის დახმარებით. თუმცა Veo-სგან განსხვავებით, Grok Imagine ვიდეოებს ტექსტური აღწერილობის საფუძველზე არ აგენერირებს, ამის ნაცვლად, მომხმარებლებს გალერეაში არსებული ფოტოების შერჩევას სთხოვს…

სურათების გენერირების პროცესი ნაკლებად მკაცრია — მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალი სტილი დააგენერირონ, მათ შორის ფოტორეალისტური, ანიმე და ილუსტრაციები. ხმოვანი რეჟიმიც აქვს, რომელიც მოთხოვნების ლაპარაკის საშუალებით მიწოდებას გვთავაზობს, ნაცვლად იმისა, რომ ხელით ვწეროთ. ეს კი ბავშვებს ძალიან უნდა მოეწონოთ, ყოველი შემთხვევისთვის, ილონ მასკი ასე ფიქრობს… არ ვიცით, მომავალში შეზღუდვები დაწესდება თუ არა, მაგრამ ამ ეტაპისთვის გარკვეული ზომები უკვე მიღებულია სელებრითების ფოტოების გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს გენერიებას, როგორც უკვე ვთქვით სურათებს ეფუძნება, შემდგომ კი მათ 4 რეჟიმს სთავაზობს: Custom, Normal, Fun და Spicy. ეს უკანასკნელია სწორედ იმ კონტენტზე პასუხისმგებელი, რომელზეც სხვა AI მოდელები უარს გვეუბნება ეთიკური საკითხების გამო…

თუ თავად გსურთ გამოცდა, ახალ მოდელს Grok-ის აპლიკაციაში ნახავთ როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე.

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება — Jagermeister-ი საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივის მხარდამჭერია

Nike-ის ანიმაცია ქალ ფეხბურთელებზე — The Legend of the Canarinha