კანის კიბოსთან ბრძოლის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია და დროული მოქმედება, რის შემთხვევაშიც, კანის კიბო სრულიად განკურნებადია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნაკლებად არის პრევენციული მედიცინა განვითარებული – ხალების შემოწმების კულტურაც დაბალ დონეზეა, რასაც ხშირად, მძიმე შედეგემადე მივყავართ.
რეალობიდან გამომდინარე, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია ისე, რომ ეს არ იყოს საშიში და იყოს საინტერესო. სწორედ ამის ფარგლებში გავაკეთეთ ხალების გამოფენა, რამაც დაიმსახურა დიდი მოწონება, რადგან მსგავსი ტიპის პერფომანსი, პირველად განხორციელდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე შედეგიც გვაჩვენა. გამოფენის მასალები გადავაგზავნეთ საზღვარგარეთ და ჩვენი კოლეგების დახმარებით, უკვე მსოფლიოს მასშტაბით იხილავს საზოგადოება ამ პრეცედენტს.
გამოფენის იდეა გაჩნდა კლინიკა „კანში“, ხალის კომპიუტერული დიაგნოსტიკის დროს, FotoFinder bodystudios-ის აპარატით გადაღებული ხალი ეკრანზე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და შეიძლება ითქვას, ნახატსაც კი ჰგავდა. სწორედ აქედან დაიწყო იდეაზე ფიქრი, რის შემდეგაც, ჩაერთნენ ცნობილი ქართველი ადამიანები კეთილი ნების ელჩის როლში – გამოფენაზე სწორედ მათი ხალები იყო წარმოდგენილი.
#კანისკიბოსპრევენციისთვის: ნანი ბრეგვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, ზურა ყიფშიძე, კახა ბაკურაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ნიკოლოზ წულუკიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ნანული სარაჯიშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოფენა დავამთხვიეთ კანის კიბოსთან (მელანომა) ბრძოლის საერთაშორისო დღეს (1 მაისი), რაც საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, გამოფენას მივცეთ რეგულარული სახე და მინიმუმ, წელიწადში ერთხელ გაიმართოს სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ხალების გამოფენა, რაც ვფიქრობთ, მკვეთრად გააუმჯობესებს კანის კიბოს პრევენციის სტატისტიკას.
კლინიკა „კანში“ გადაწყდა, რომ კანის კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, გავაკეთოთ 1 კვირიანი უფასო კვლევები, 1 მაისიდან -7 მაისის ჩათვლით, რაც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, აქციის პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე: (032) 2 43 40 00
[R]