7
Jun
2016

ხალიჩების მწარმოებელი კომპანია, რომელიც გარემოს დაცვაზე უკვე 20 წელია ზრუნავს

7 Jun 2016



ფუტურისტულ სტილში გაკეთებული ანიმაცია ადვილად მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას ეკოლოგიური საკითხებისკენ. ვიდეორგოლი ერთდროულად აგიტაციიაც არის და რეკლამაც. ამერიკულმა სააგენტო 22 squared–მა ეს ორიგინალური რეკლამა კომპანია Interface–ისთვის შექმნა. ხალიჩების მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წელია Interface–ის წარმოება ბუნებას დაბინძურებისაგან იცავს. ამ ვიდეორგოლის მთავარი გმირი ხალიჩების მქსოველი რობოტია, რომელიც  სუფთა ჰაერს უბრუნებს ადამიანებს.

“დაახლოებით, 20 წლის წინ ჩვენ დავისახეთ თამამი მიზანი: მინიმუმამდე დაგვეყვანა ბუნებისთვის მიყენებული ზიანი 2020 წლამდე. საამისოდ არ გვქონდა არანაირი რუკა, რომ მივყოლოდით, მაგრამ უზომო ოპტიმიზმით ვიყავით განმსჭვალულები, ენტერპრენერული შიმშილი და მოქმედების დიდი სურვილი გვწვავდა. დღეს, ჩვენ წინ მივიწევთ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვინდა. უყურეთ ანიმაციას, ის გიამბობთ ჩვენს გავლილ გზაზე,” – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

 

 

საერთაშორისო კომპანია Interface 110 ქვეყანაში მუშაობს და ქმნის იატაკის საფარსა და ხალიჩებს, მაგრამ მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა დიზაინშია – We make carpet tile, but we sell design.

 

განხილვა