20
Mar
2019

როგორი შეიძლება იყოს ქართული ანდაზების ეკრანიზაცია?

20 Mar 2019

ქართული ანდაზები ან უბრალოდ დღევანდელობაში დამკვიდრებული სენტენციები ისაა, რაც ხშირად კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე ძალიან გვადგება. როგორც ჩანს, ამ საკითხით ზოგი ადამიანი მეტადაა დაინტერესებული, რასაც ცოტა ხნის წინ Facebook-ზე ახალი ქართული გვერდის – “ხალხურების” გამოჩენა ცხადყოფს. ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლებს სწორედ ამ თემატიკაზე გადაღებულ ვიდეოებს სთავაზობენ.

“კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო” – ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ეს ფრაზა…

“ყველა კაცი ერთნაირია”, თუკი თქვენ ასე გადაწყვეტთ, მაგრამ, თურმე, შესაძლებელია, ყველა ძაღლიც ერთნაირი იყოს…

“კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო..”

ალბათ ისიც ხშირად მოგისმენიათ ან სულაც გინახავთ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში რომ მიეწევა ხოლმე…

ანდაზებისა და იდიომების ვიდეოვერსია აქამდე ბესო გვენეტაძემაც შექმნა.

განხილვა