მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენი ურთიერთობების რაოდენობა და ძალა გავლენას ახდენს თქვენს გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. სოციალური კავშირებისა და კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სარგებელი მრავალრიცხოვანია. მსგავსი კავშირები მოიცავს შფოთვისა და დეპრესიის დაბალ მაჩვენებელს, უფრო მაღალ თვითშეფასებას, მეტ თანაგრძნობას, მეტ ნდობასა და თანამშრომლობას. მტკიცე, ჯანსაღი ურთიერთობები ასევე დაგეხმარებათ თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაში – ასევე, დაავადებისგან გამოჯანმრთელებაში და სიცოცხლის გახანგრძლივებაშიც კი.
ამის საპირისპიროდ, მარტოობას შეიძლება ჰქონდეს დრამატული შედეგები თქვენს ჯანმრთელობაზე. მარტოობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის რეჟიმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) მომატება. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს იმუნურ სისტემაზე და შეამციროს თქვენი საერთო კმაყოფილების გრძნობა. მარტოობა ასევე არის ანტისოციალური ქცევის, დეპრესიისა და თვითმკვლელობის რისკის ფაქტორი.
ამ კუთხით, განსაკუთრებით დაუცველები არიან ხანდაზმული ადამიანები. თუ თქვენი გადაადგილების სიხშირე მცირდება, შეიძლება გართულდეს სხვა ადამიანებთან ერთად შეკრება. თუმცა, ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირებს და აქვთ ჯანსაღი ურთიერთობებო, სავარაუდოდ:
- აქვს ცხოვრების უკეთესი ხარისხი;
- არიან უფრო კმაყოფილი თავიანთი ცხოვრებით;
- აქვთ დემენციის და გონებრივი დაქვეითების დაბალი რისკი;
ახალგაზრდები (მოზარდები და 20 წლის ასაკის ადამიანები) ასევე რისკის ქვეშ არიან, როდესაც ისინი იზოლირებულნი არიან. სოციალური ურთიერთობების ნაკლებობამ შეიძლება პირდაპირი გავლენა იქონიოს ახალგაზრდების ფიზიკურ კეთილდღეობაზე სიმსუქნის, მაღალი წნევისა და სხვადასხვა დაავადების რისკის გაზრდით.
სოციალური კავშირების სარგებელი მნიშვნელოვანია, ამ ხერხით თუნდაც თქვენი სიკვდილიანობის სხვა რისკ-ფაქტორები (როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოწევა, სასმელი, სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა) დაბალია. თუმცა, სულ რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროთ, მაინც უნდა იყოთ სოციალურად აქტიური, რადგან არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი ურთიერთობების გარეშე.
როგორ გავიუმჯობესოთ სოციალური კავშირები?
არსებობს სამი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გქონდეთ ადამიანებთან:
ინტიმური კავშირები – ადამიანებთან, რომლებსაც უყვარხართ და ზრუნავენ თქვენზე, როგორიცაა ოჯახი და მეგობრები;
ურთიერთობები – ადამიანებთან, რომლებსაც რეგულარულად ხედავთ და იზიარებთ ინტერესებს, მაგალითად, თანამშრომლებთან ან მათ, ვინც დილის ყავას მიირთმევს თქვენთან ერთად;
კოლექტიური კავშირები – ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ ჯგუფის წევრობას ან თქვენთან კავშირს, თუნდაც, ერთნაირი რწმენის ადამიანები.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: გაქვთ მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი ურთიერთობები სამივე სფეროში?
შესაძლოა, ძველ მეგობრებთან გაქვთ მჭიდრო ურთიერთობა და ვერ გრძნობთ ახალი ადამიანების საჭიროებას.. ან იქნებ თავიდან იცილებთ ადამიანებს თქვენი წარსულიდან და ამჯობინებთ, იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბევრი არაფერი იციან თქვენ შესახებ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან თქვენი სოციალური ჩვევების შესახებ.
იფიქრეთ იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან და რა სახის ურთიერთობა გსურთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურთ ახალი მეგობრობის დამყარება, ან შესაძლოა გსურთ თქვენი უკვე არსებული ურთიერთობები გააძლიეროთ.
სოციალური კავშირების განმტკიცების ერთ-ერთი გზაა ახლობელ ადამიანებთან კავშირის გამყარება, როგორებიც არიან: თანამშრომლები, ოჯახი, სკოლის მეგობრები ან მეზობლები. დაურეკეთ ვინმეს, ან მისწერეთ, რომ გსურთ უფრო ხშირად დაუკავშირდეთ მათ.
უამრავი გზა არსებობს ახალ ადამიანებთან შესახვედრადაც. დაიწყეთ საუბარი იმ ადამიანთან, რომელსაც ყოველდღე ხედავთ, მაგალითად, ავტობუსში მყოფ ადამიანებთან ყოველ დილით, სპორტდარბაზში ან პარკში მყოფ ადამიანებთან. არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად: სპორტულ გუნდში ან ჰობის ჯგუფში გაწევრიანება, ასევე მოხალისეობრივ საქმიანობა.
სოციალური კავშირის იდეაა, ადამიანებს გაუზიაროთ თქვენი დრო, გამოცდილება და ისტორიები – ასევე მოუსმინოთ მათ. თანდათანობით თქვენ შექმნით ადამიანთა ჯგუფს თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და რომლებზეც თქვენც ზრუნავთ. ამ კავშირების დამყარებით კი თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ჯანსაღი გახდება.
რუბრიკას წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე