in

Xbox-ის ადაპტური კონტროლერი, რომელმაც Cannes Lions-ზე გრან პრი აიღო [ქეის სთადი]

Xbox-ისთვის შექმნილმა ამ ადაპტურმა კონტროლერმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ის სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, რათა მათთვის თამაშის პროცესი გაეადვილებინა. ამას გარდა, გადაიღეს რეკლამა, რომელის ამერიკის სუპერთასზე გავიდა და მრავალმილიონიან აუდიტორიას ახალგაზრდა მოტივირებული გეიმერების ამბები მოუთხრო. რეკლამამ 1.1 მლრდ-იანი აუდიტორია მოიცვა. კამპანიაზე McCann New York-მა იმუშავა.

პრობლემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს არ ჰქონდათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, საყვარელი თამაშების სათამაშოდ. სწორედ ამიტომ, Microsoft-მა განიზრახა შეექმნა ისეთი კონტროლერი, რაც გეიმერებს საქმეს გაუადვილებდა. თუმცა, როგორ უნდა შექმნა ისეთი კონტროლერი, რომელიც ბევრნაირ შეზღუდულ შესაძლებლობას მოერგება?

გამოსავალი: მივიდნენ დასკვნამდე, შეექმნათ Xbox-ის ადაპტური კონტროლერი, რომელიც მოერგებოდა შშმ პირთა საჭიროებებს. რეკლამა, სახელწოდებით We All Win ამერიკის სუპერთასზე გავიდა. ერთი წუთის განმავლობაში, თამაშის გულშემატკივრები თვალს ადევნებდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ადაპტურმა კონტროლერმა თამაში გაუადვილა.

შედეგი: კამპანიამ კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე, 2019 წელს, გრან პრი მოიგო კატეგორიაში Brand Experience & Activation. საერთო ჯამში, სუპერთასის რეკლამამ, YouTube-ის ვიდეოინსტრუქციებმა, ელექტრონულ სპორტულმა შეჯიბრებმა გეიმერებისთვის, 1.1 მილიარდიანი აუდიტორია მოიცვა.

გრან პრი გადაეცა არამხოლოდ იმ ურთერთობისთვის, რაც Microsoft-ს, როგორც ბრენდს აქვს მომხმარებელთან, არამედ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვისაც. ერთია, როცა ზრდასრული ადამიანისთვის ქმნი ადაპტირებულ ინსტრუმენტებს, მანევრირების გასაადვილებლად, მაგრამ ბავშვები სულ სხვა საჭიროებების წინაშე არიან, რაც Microsoft-მა სრულიად გადაახალისა, – ასე შეაფასეს ეს პროექტი.

კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს – სამოქალაქო მოძრაობა “შენმოქმედის” ინიციატივა

CENN / EU: COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსებს აცხადებს ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტებში