in

Porsche-ს შთაგონებით, Xbox-ის კონსოლების ახალი დიზაინი შეიმუშავეს

წელს Porsche 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბრენდმა ამის დემონსტრაციის არაერთ კრეატიულ გზას მიმართა. ამჯერად საქმე Xbox Series X-ს ეხება — ორი ბრენდის თანამშრომლობით უნიკალური, თემატური დიზაინის კონსოლები შეიქმნა. იდეა კი მარადიული ესთეტიკის ხაზგასმას მიემართება.

BOG
BOG

კონსოლების ფერები პორშეს მანქანების მოდელებს შეესაბამება — Porsche 911 GT1-ისა და Porsche Salzburg-ის. ამას მოსდევს Porsche Hippie, მანქანა, რომელიც მწვანისა და ლურჯის ნაზავს წარმოადგენს — ის ჰიპების მოძრაობის თავისუფალი სულის დემონსტრაციას ემსახურება. ასევე, ვხვდებით Porsche Pink Pig-ის ვარდისფერს.

დაბოლოს, Porsche 75-ის ფერი, რომელიც მის ამჟამინდელ სარბოლო მანქანას ამშვენებს.

ახალი სპორტული დიზაინის მიღმა, კონსოლები და კონტროლერები არსებითად ანალოგიურ შესაძლებლობებს ინარჩუნებს. მთავარი სხვაობა მხოლოდ ვიზუალშია.

რამდენად დიდი წარმატება მოაქვს ემპათიურობას ბიზნესში?

„გადმოენთე“! – „ენთები“ თავიანთ გუნდში გულანთებულ წევრებს იწვევენ