რადგანაც ხე აალებად მასალად ითვლება, ხშირად ცდილობენ, იგი მშენებლობისთვის არ გამოიყენონ. თუმცა, როცა ხის სახლში გინდათ ცხოვრება, აგური და ბეტონი ნამდვილად არ არის ალტერნატივა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ, შესაძლოა, მალე ხე ცეცხლისადმი მდგრად მასალად იქცეს — ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური საფარი შექმნეს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხის სილამაზე რაღაც მასალით დაიფარება, მისი სისქე მხოლოდ 0.075 მილიმეტრია, რის გამოც ის პრაქტიკულად შეუმჩნეველია. თანაც, საფარი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა ხანძარია. ამ დროს ბარიერში არსებული ქიმიური ნივთიერებები ხეზე ნახშირის მსგავს საფარს წარმოიქმნის. ეს კი სწორედ ის არის, რაც ხეს ცეცხლისგან იცავს. ხანძრის შემდეგ ნახშირის მოშორებასაც მარტივად შეძლებთ.
კონცეფციის გამოსაცდელად მრავალი კვლევაც ჩაატარეს — დაადგინეს, რომ წარმოქმნილი კვამლი მინიმალური იყო და ცეცხლის ხის ირგვლივ არსებულ ნაჭრებზეც არ გავრცელდა. მეტიც, ინდუსტრიის სტანდარტების მიხედვით მას მაღალი კლასი მიენიჭა.