ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რევოლუციური ხელის პროთეზი შექმნეს, რომელიც მომხმარებლის სუნთქვით კონტროლდება. იგი იმ კაბელის მქონე პროთეზების ალტერნატივასაც წარმოადგენს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. ამასთან, ნაკლები ღირებულება აქვს და მისი შენარჩუნება თუ გამოყენება ბევრად მარტივია. შესაბამისად, მეტად კომფორტულიცაა.
დიახ, პროთეზირების მრავალი ვარიანტი აქამდეც არსებობდა, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ მაინც კაბელზე მუშაობს, ნაკლებად კომფორტული და მეტად ძვირია…
„ჩვენი სუნთქვის მოწყობილობა პროთეზირების ახალ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც მომხმარებლის მოძრაობებს არ ზღუდავს. ეს ერთ-ერთი პირველი მიდგომაა სხეულზე მომუშავე პროთეზის სიმძლავრისა და კონტროლისთვის მას შემდეგ, რაც 2 საუკუნის წინ საკაბელო სისტემა გაჩნდა“, — აცხადებს ჯერონ ბერგმანი, პროფესორი.
მომხმარებლები მცირე ზომის Tesla-ს ტურბინას ამუშავებენ, რომელსაც თითის პროთეზის კონტროლი სუნთქვის რეგულირებით შეუძლია. გადაცემათა კოლოფი კი მოქმედების სიჩქარეს განსაზღვრავს. მას არც კაბელი და არც რაიმე მოწყობილობა სჭირდება, რაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფრო კომფორტულ მოწყობილობად აქცევს. თანაც, მისთვის მხოლოდ მინიმალური მოვლა და წვრთნაა საჭირო.
ამ იდეის სრულყოფისთვის მკვლევრები LimbBo-სთან თანამშრომლობენ, ეს საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მსგავსი მოწყობილობების შემუშავებას ისახავს მიზნად.
„ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომელთაც განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. ბევრ მათგანს არ აქვს იდაყვის სახსარი, რაც მათთვის ზოგიერთი პროთეზის გამოყენებას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, ახლა ეს მიღწევა ბევრი ბავშვისთვის ამაღელვებელი იქნება“, — აცხადებს ჯეინ ჰიუიტი, LimbBo-დან.
როგორც აღმოჩნდა, იდაყვის განსხვავებების გამო თითქმის 40 000 ინდივიდს აწუხებს მსგავსი პრობლემა, ახალი მიდგომა კი ნამდვილად სასარგებლო უნდა იყოს.