in

სავაჭრო ცენტრში “ჰოუმმარტი” ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

2016 წლის 5 და 6 მარტს, სავაჭრო ცენტრში „ჰოუმმარტი“ გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი არჩევანი გააკეთოს წარმოდგენილი სხვა და სხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთებიდან, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაერთიანდება ერთ სივრცეში. ხელნაკეთი ნივთების შემქმნელებს კი მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიათი ნამუშევრები და მოახდონონ მათი პუპულარიზაცია.homemart

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტიპის ნივთები: ხელნაკეთი ბიჟუტერია, თექისა და ნაქსოვი აქსესუარები, ხელნაკეთი სახლის აქსესუარები, მინანქარი, ტყავის ნამუშევრები და სხვა.
გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37ლ-ში, სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ მეორე სართულზე. სავაჭრო ცენტრი გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს 2 დღის მანძილზე 5 და 6 მარტს 12:00 – 21:00 საათამდე.

შეუძლებელია დაბინძურებულ გარემოში სუნთქვა

პრეზენტაცია “ქალთა გაძლიერება 2016 ” 5 მარტს გაიმართა