in

ჩანახატები საკუთარ სხეულზე – სოფია ვეისთაბის ექსპერიმენტი

მაშინ, როდესაც ბევრი, საყვარელი ცხოველის, ფრინველისა თუ სხვა სიმბოლური მნიშნელობის მქონე გამოსახულებების სხეულზე დასახატად პერმანენტულ ტატუს იკეთებს, ხელოვანმა, სოფია ვეისთაბიმ ამისთვის სხვა, უფრო მრავალფეროვანი საშუალებაც ნახა. სოფიას უყვარს სურათების გადაღება, კარგად ერკვევა Photoshop-სა და სხვა მსგავს პროგრამებში, თუმცა თავისი გატაცების განსახორციელებლად, საკმაოდ მარტივ გზებს იყენებს. ხელოვანი საკუთარი სხეულის ნაწილზე სხვადასხვა ასოციაციის შესაბამის გამოსახულებას პოულობს და მათზე ცხოველების, ფრინველებისა და ა.შ. ჩანახატს უკვე გადაღებულ ფოტოებზე აკეთებს. თავდაპირველი, მარტივი ექსპერიმენტი ახლა უკვე მისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რომელზეც რეგულარულად მუშაობს.

BOG
BOG

 

ჰალკი Renault KWID-ის მძაფრსიუჟეტიან ვიდეორგოლში

როცა სახლში მარტო ხარ! მეგობრული შეკრებიდან ხმაურიან წვეულებამდე – IKEA-ს ვიდეორგოლი