სებასტიან მიულერ-სოპარტი თანამედროვე მხატვარია, რომელიც მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობდა. იგი ტრადიციული ნახატების ნაცვლად ინოვაციურ ნამუშევრებს ქმნის, რომლებითაც საზოგადოებას მდგრადი განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
კრეატიული სამყარო სოპარტმა 2020 წელს დატოვა და მთელი თავისი გატაცებები გარემოს დაცვასა და ხელოვნებას დაუკავშირა. მასალად ის მასობრივი წარმოების ნახატებს იყენებს, რომელთა ტრანსფორმირებითაც მიულერ-სოპპარტი ხაზს უსვამს მდგრადობის მნიშვნელობას და გარემოზე ზემოქმედებას.
თავისი ნამუშევრებით სოპარტი მოუწოდებს ადამიანებს, დაფიქრდნენ ცხოვრების აჩქარებულ ტემპზე, მოხმარების ჩვევებსა და გარემოში ჩვენს ქცევაზე. ამის გარდა, სოპარტი ეთანამშრომლება კონსერვაციის ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობით თავის ნამუშევრებს იყენებს განათლების ასამაღლებლად ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტყეების გაჩეხვა და წყლის დაბინძურება.