in ,

“ხელოვნება მშვიდობისთვის”, ნახატებით გადმოცემული იმედი – Microsoft–ის კამპანია

2016 წელი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ აქტიური იყო, კამპანიებით, სარეკლამო რგოლებითა და აქტივობებით. წლის მიწურულს Microsoft–მაც გადაწყვიტა თავისი სიტყვა ეთქვა და წამოიწყო კამპანია “ხელოვნება მშვიდობისთვის”, რომლის იდეაც უკვე დიდი ხანია არსებობდა. იდეისთვის ბრენდმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ის განსაკუთრებული ხელოვანები მოიწვია, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ქმნიან მშვიდობის კონცეფციას. კამპანიაში, პროფესიონალების გარდა, ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან და საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი კონფლიქტის, დაპირისპირების მძიმე შედეგები. კამპანიაში მონაწილეებმა, Microsoft-ის ტექნოლოგიის საშუალებით, მშვიდობის იდეის მატარებელი ილუსტრაციებისა და ნახატების შექმნა დაიწყეს. გარდა ამისა, ჩაერთნენ ქუჩის აქტივობებშიც. კამპანიის სრულ ვერსიას საზოგადოება მალე მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით იხილავს. მანამდე კი ბრენდი 60 წამიან მოკლე ვიდეორგოლს გვთავაზობს, რომელსაც მუსიკალურად მომღერალი Macy Gray თავისი Beauty In The World–ით აფორმებს.

BOG
BOG

ნახეთ, როგორ გამოიყურება იმ ადამიანების იმედები და წარმოდგენები მშვიდობაზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობით სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=OpBRZGuXGX0

ახალი წელი არის დღესასწაული, როდესაც ტექნიკა ზედმეტია – Samsung–ის საახალწლო ვიდეორგოლი

“რომეო და ჯულიეტა” Apple-ის სტილში – ბავშვების მიერ შესრულებული ცნობილი პიესა