13
May
2019

საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბი დაფუძნდება

13 May 2019

საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბი დაფუძნდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

“ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი” თანამედროვე ხელოვნების ცენტრ – თბილისის ათწლიანი გამოცდილების შემაჯამებელ პროექტს წარმოადგენს. „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში – “შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება”, გამარჯვება და დაფინანსება სწორედ, ცენტრის მიერ წარდგენილმა პროექტმა მოიპოვა, რაც საერთო საკითხებზე მომუშავე ჯგუფების შექმნასა და მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვას გულისხმობს.

“ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი” ერთ სივრცეში შექმნის მრავალფეროვან გარემოს და შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაციის მიხედვით, გააერთიანებს ორგანიზაციებს შემდეგი სფეროებიდან: სახვითი ხელოვნება, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია, არქიტექტურა, დიზაინი, რეწვა, გასტრონომია, კულინარიული ინდუსტრია და სხვა.

ცნობილია ისიც, რომ ჰაბს 650 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა აჭარა ჯგუფმა გრძელვადიანი მართვის უფლებით გადასცა. იგეგმება შენობის კულტურულ ჰაბად ტრანსფორმაცია – ის იქნება ერთგვარი, კლასტერული ტიპის პლატფორმა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების მდგრად განვითარებას.

განხილვა