in

ხელოვნური ფოთოლი მზის სინათლის ენერგიას საწვავად გარდაქმნის

როგორც ხედავთ, ხელოვნური ფოთოლი, რომელიც მზის სინათლეს საწვავის ინგრედიენტების წარმოებისთვის იყენებს, საკმარისად მსუბუქია იმისათვის, რომ წყალზე იტივტივოს. ამასთან, იგი მზის ენერგიის წარმოებისთვის ახალ გზასაც გვთავაზობს.

M2
M2

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერები ფოტოსინთეზის მიბაძვას დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა ამას ძირითადად მიწაზე აკეთებდნენ, რაც დღეს ისედაც დეფიციტურია… ახლა კი მზის საწვავის უჯრედები სინათლის ენერგიას ქიმიური რეაქციების წარმოებისთვის იყენებს, თანაც, წყალზე.

კებრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ერვინ რეისნერის ხელმძღვანელობით, მზის საწვავის უჯრედი შექმნეს, რომელიც, თავის მხრივ, პეროვსკიტისგან არის დამზადებული. ეს ერთგვარი კრისტალია, რომელსაც სინათლის ენერგიის დაჭერა შეუძლია. უჯრედი წყალბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის ბუშტებს აწარმოებს, მათი ერთმანეთში არევით კი ე. წ. სინგაზის საწვავს მივიღებთ.

ეს მზის საწვავის პირველი სახეობაა, რადგან დღეს ადამიანები ფოტოელექტრულ ფერმებს უყურებენ, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ მსგავსი რამ მზის საწვავის შემთხვევაშიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, — ამბობს რეისნერი.

მოწყობილობის პროტოტიპი 10-სანტიმეტრიანი კვადრატია. კემბრიჯის მდინარე კამზე ჩატარებული ტესტირების დროს წყალბადი 0.58-პროცენტიანი, ხოლო ნახშირბადის მონოქსიდი 0,0053-პროცენტიანი ეფექტურობით აწარმოა. შედარებისთვის, ეს მზის საწვავის თანამედროვე ტექნოლოგიების მსგავსი მაჩვენებელია.

თუმცა მაინც არის გარკვეული პრობლემები — კომერციული გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია, ეფექტურობა 10%-მდე გაიზარდოს. პროტოტიპში გამოყენებული მასალები კი შიდა წყლებისთვის პოტენციურად მომწამვლელი შეიძლება იყოს. ამიტომ, მეცნიერები დამატებითი კვლევების ჩატარებას აპირებენ და იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ფოთლის კომერციალიზაციას მაინც მოახერხებენ.

ქართველი კალათბურთელების მოგზაურობის ისტორიები ქორთიარდ მარიოტის ახალ ვიდეორგოლში

რეალურ მაგალითებზე დაყრდნობილი 5 გაკვეთილი კონტენტ მარკეტინგის შესახებ