in

მეცნიერებმა ხელოვნური გრავიტაციის მქონე მთვარის ბაზა შექმნეს

მთვარეზე მოხვედრა უკვე აღარ არის შეუძლებელი, მაგრამ ადამიანებს მის ზედაპირზე გრძელვადიანი საცხოვრებელი სივრცეები ჯერ მაინც არ აქვთ… ხოლო თუ ჩვენ პლანეტათაშორის არსებებად გადაქცევა გვსურს, იაპონელი მკვლევრების თქმით, მათი ახლად შექმნილი მთვარის ბაზა დაგვჭირდება, რომელსაც ხელოვნური გრავიტაციაც კი აქვს. 

M2
M2

დიახ, ამჯერად კიოტოს უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფმა და Kajima Corporation-ის წარმომადგენლებმა კონუსური, მბრუნავი სტრუქტურა შექმნეს. მათ აჩვენეს, როგორ გამოიყურება ბედნიერი ხალხით სავსე მინის უტოპია, ზოგი მათგანი წყლით სავსე ინტერიერში ნავებითაც კი გადაადგილდებოდა… 

ვაღიარებთ, რომ 1G კაცობრიობის იდენტობაა, რომელსაც ჩვენ ხელოვნურ გრავიტაციულ ქსელს ვთავაზობთ, რადგან დღე, როცა ადამიანები კოსმოსში, მთვარესა და მარსზე იცხოვრებენ, მალე დადგება, — აცხადებენ პრეს განცხადებაში. 

მთვარის ბაზა, სახელწოდებით მინა, ყოველ 20 წამში ერთ სრულ ბრუნს ასრულებს, ცენტრიდანულ ძალას კი ადამიანებისთვის ნაცნობი გრავიტაციის დონის შესაქმნელად იყენებს. მკვლევართა აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა, რადგან ადამიანის სხეულზე დაბალი და ნულოვანი გრავიტაციის სრულ ეფექტზე ჯერჯერობით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად, მთვარეზე არავინ დაბადებულა, ამიტომ გაურკვეველია, რა გავლენა აქვს იქ ყოფნას ჩვენი ძვლის სიმკვრივესა თუ ზოგადად, ჯანმრთელობაზე.

ექსპერტების თქმით, ადამიანის სხეულზე გრავიტაციის გავლენის შესასწავლად დამატებითი კვლევები იქნება საჭირო, რომლებიც უფრო გრძელვადიან შედეგებსაც მოგვაწვდის.

„ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეს ერთობლივი კვლევა კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი გახდეს, — აცხადებს ტაკუია ოჰნო, მთავარი მკვლევარი.

“echolize” უკვე Full-service მარკეტინგული სააგენტოა

Fitch -მა „კრისტალის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურად შეაფასა