in

ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი – სტერეოტიპები და რეალობა, რომელიც უნდა იცოდეთ

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გადაწყვეტაა, რო­მე­ლიც საზოფადოებას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრო­ცესე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მეთოდოლოგიას გადაწყვეტილების მი­ღე­ბის, მარ­თვი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინსტრუმენტს სთა­ვა­ზობს. ტექ­ნი­კუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექტი წარმოადგენს პროგ­რა­მას, რომე­ლიც სხვადასხვა ფუნ­ქცი­ას ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, უმეტესად, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის მეშვეობით ას­რუ­ლებს.

ტერ­მი­ნი „ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი” პირ­ვე­ლად 1955 წელს ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ერ­მა ჯონ მაკარტმა გა­მო­ი­ყე­ნა. „პროგრამა ან კომ­პი­უ­ტე­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იაზროვნოს, რო­გორც ადა­მი­ან­მა და მი­ი­ღოს ლო­გი­კუ­რი გადაწყვეტილებები“ – ასე­თია ჯონ მა­კარ­ტმი­სე­უ­ლი განმარტება.

მას შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად იზ­რდე­ბა და იხვეწება. გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი ის ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ადა­მი­ა­ნე­ბის ყოველდღიურ ცხოვრე­ბა­ში. AI-ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და როლის ზრდას­თან ერ­თად ფარ­თო საზოგადოებაში ჩნდე­ბა სტერე­ო­ტი­პე­ბიც, რომ­ლე­ბიც მისი რე­ა­ლუ­რი შესაძლებლობებისა და ფუნ­ქცი­ის გა­აზ­რე­ბას უშლის ხელს. ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ხელოვნური ინ­ტე­ლექ­ტი, შეუძ­ლია თუ არა მას ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე გან­ვი­თა­რე­ბა ან ადა­მი­ა­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბა?

გთა­ვა­ზობთ სტე­რე­ო­ტი­პებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შესახებ, რომ­ლე­ბიც მისი რე­ა­ლუ­რი შესაძლებ­ლო­ბე­ბი­სა და ფუნ­ქცი­ის უკეთ გა­გე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ნის გა­რე­შე, თვითონ გან­ვი­თარ­დე­ბა
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ადა­მი­ან­ზე სწრა­ფად და ეფექტურად აა­ნა­ლი­ზებს მო­ნა­ცე­მებს, თუმცა შეუძლებელია მან გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლოს. ამის მთა­ვა­რი მიზეზი ისაა, რომ მას კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის უნა­რი არ გა­აჩ­ნია. ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც „კრეატიულ ხელოვნურ ინტელექტად“ არის მიჩ­ნე­უ­ლი, დაფუძნებულია უკვე არ­სე­ბულ მონაცემებზე, რომლებიც ალ­გო­რით­მით არის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი.
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის მსგავ­სად დაიწყებს გან­ვი­თა­რე­ბას
  • ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი კომ­პლექ­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მია, რომ­ლის შესწავლაც მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის მო­საზ­რე­ბა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ის­წავ­ლის, რო­გორ ფუნქციონირებს ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი და შე­სა­ბა­მი­სად დაიწყებს გან­ვი­თა­რე­ბას, უფრო სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟანრს განეკუთვნება, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბას. უბ­რა­ლოდ ხელოვნური ინ­ტე­ლექ­ტი ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, გაიმარტივონ ისეთი საქ­მე­ე­ბი, რაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მონაცემთა ანა­ლიზს სა­ჭი­რო­ებს ან ნაკ­ლე­ბად კრეატიულია და დრო­ის დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს.
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ დიდ კომპანიებს შე­უძ­ლი­ათ
  • რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექტის სერ­ვი­სე­ბი და მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც განვითარების თით­ქმის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი კომპანიისთვის ხელმისაწვდომია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტერეოტიპის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერგვას საკ­მა­ოდ დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. ეს კი უმე­ტეს­წი­ლად დიდ კომპანიებს შე­უძ­ლი­ათ.
  • მეტი მო­ნა­ცე­მი უკე­თეს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ნიშ­ნავს
  • ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ბევრ მო­ნა­ცემს აერთიანებს. თუმ­ცა ბევ­რი მო­ნა­ცე­მი აუცილებლად უკეთესი ხა­რის­ხის AI-ს არ ნიშ­ნავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მონაცემების ხა­რის­ხი და არა რა­ო­დე­ნო­ბა.
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მო­ნა­ცე­მებს რის­კის ქვეშ აყე­ნებს
  • ნე­ბის­მი­ე­რი სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვის და­დე­ბი­თად ან უარყოფითად გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასეა ხელოვნური ინ­ტე­ლექ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექტის ქმე­დე­ბის უკან ადამიანი დგას, რო­მე­ლიც მის ალ­გო­რითმს ქმნის. ასე რომ თუ ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექ­ტი რა­მეს არას­წო­რად გა­ა­კე­თებს, ეს არა უშუ­ა­ლოდ მისი, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნის ბრა­ლი იქნება, ვინც ის შექ­მნა.
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ხა­რის­ხი მის მიერ დას­წავ­ლი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა
  • ეს ერთ-ერთი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პია. ხელოვნური ინ­ტე­ლექ­ტი მხო­ლოდ მის მიერ დას­წავ­ლი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მის ხა­რისხს განსაზღვრავს, რო­გორც მაღალი დო­ნის ინ­ფორ­მა­ცია, ისე ალ­გო­რით­მე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარგად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ რომ მო­ნა­ცე­მე­ბი ალ­გო­რით­მე­ბით მუ­შავ­დე­ბა და მხო­ლოდ მონაცემებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინტელექტის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა არ შე­უძ­ლია.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღწევაა, რომ­ლის სწორ ინტეგრაციასა და გა­მო­ყე­ნე­ბა­საც სამ­ყა­როს­თვის ბევ­რი სარგებლის მო­ტა­ნა შეუძლია.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელმაც შინაური ცხოველი დაკარგა?

ლიბერთი მასშტაბური პროექტის, ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“, სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს