in

შექმნილია ონოვაციისთვის – ხელოვნური ინტელექტი IBM–ის ტექნოლოგიებში

ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თან ისეთი რაღაცის ტარება იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც სურათებს, ვიდეოებს გადაიღებდა და უპრობლემოდ დააკავშირებდა ადამიანებს ერთმანეთთან. თუმცა, დრო გადის და ტექნოლოგია ვითარდება, მასთან ერთად იქმნება უამრავი ძალიან სასარგებლო და გამოსადეგი პროდუქტი. IBM–ს მომხმარებლისთვის საოცარი სიახლე აქვს “Watson In The World” და “IBM Cloud”.  სპეციალურად მათთვის, ბრენდმა სარეკლამო კამპანიაც შექმნა, რომელიც ორი ვიდეორგოლისგან შედგება.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=hldqHsW5-tM

 

პირველ რიგში, “IBM Cloud”–ის მიზანია დაანახოს ადამიანებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიური საქმიანობების შესამსუბუქებლად, გასამარტივებლად არც თუ ისე რთულია და რაც მთავარია, არც შორეული მომავლის საქმეა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=cQv1vn39oL4

 

გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს არწმუნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის და მათი ახალი მიღწევები ბიზნესსა თუ ნებისმიერ სხვა საქმიანობას გაცილებით უფრო მარტივსა და ნაყოფიერს გახდის.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=26&v=kddX4GdScHM

 

ამ ვიდეორგოლებში ნაჩვენებია, თუ რაოდენ გამოსადეგია ჩვეულებრივ და მარტივ საქმეებშიც კი “Watson In The World” და “IBM Cloud”. ტექნოლოგიის განვითარება და ახალი მიღწევები გადაუვალი საქმეა. მთავარია, საზოგადოებამ სწორად აღიქვას და საჭირო გამოყენება მოუძებნოს მათ.

“მსოფლიოს უძველესი პროფესია” – CC Loan – ის ახალი სარეკლამო რგოლი

ჰოლანდიის “ყველაზე მობილური ბანკი” – ING-ის მხიარული რეკლამა