ადრე ხელოვნურ ინტელექტს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრად განიხილავდნენ, თუმცა დღესდღეობით ის ისე შემოგვეპარა და თანაცხოვრობს ჩვენთან ერთად, რომ ვერც შევამჩნიეთ. მსოფლიო საზოგადოება უკვე ერთხმად თანხმდება, რომ უახლესი ჭკვიანი ტექნოლოგიები სამყაროს მომავალია. ამ მიმართულებების განვითარებამ ადამიანის შესაძლებლობები გააფართოვა და თითქმის შეუზღუდავი გახადა. დღეს ხელოვნურ ინტელექტს, მონაცემთა დამუშავებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ყველა სფეროში იყენებენ, მის გარეშე მნიშვნელოვანი პროცესები, ფაქტობრივად, აღარსად ხორციელდება.
მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში
ასეთმა განვითარებამ ახალი მოთხოვნები გააჩინა და დღეს ყველა ტექნოლოგიური თუ არატექნოლოგიური კომპანია ეძებს კადრებს მონაცემების დასამუშავებლად, AI-ს ჩასაშენებლად და ჭკვიანი გადაწყვეტილებების მოსაფიქრებლად. დღეს ტექნოლოგიები არის გამოწვევა, რომელზე მორგებასაც ადამიანები ცდილობენ და ერთ–ერთი ასეთი გამოწვევა საქართველოში ამ მიმართულების კადრების სიმცირეა. აქამდე საქართველოში ვერსად ნახავდით საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც AI და მასთან დაკავშირებული საგნების კომპლექსურად შესწავლა შეიძლებოდა. ეს გამოწვევა დაინახა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ და შეიმუშავა ორი საბაკალავრო, ერთიც სამაგისტრო პროგრამა: მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა და მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. ახალ პროგრამებს აკრედიტაცია 2023 წლის 11 აპრილს მიენიჭა და SEU სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ მათემატიკა ან/და ფიზიკა და ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნულ საგნებში გადალახონ 50%-ზე მეტი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთი მაღალი მოთხოვნაა.
ხელოვნური ინტელექტი ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად
ხელოვნური ინტელექტის მიზანი ადამიანის ინტელექტის გამეორებაა, რაც მანქანებს საშუალებას აძლევს მსჯელობის განხორციელებასა და ლოგიკური დასკვნების გაკეთებაში. ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი და ბევრი ისეთი პროფესიაც გააჩინა, ადრე რომ არ არსებობდა. მისი მნიშვნელობა კარგად ესმით წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, როგორებიცაა: GOOGLE, META, AMAZON და კიდევ უამრავი ცნობილი ბრენდი შეგვიძლია დავასახელოთ.
რა არის მონაცემთა მეცნიერება?
მონაცემთა მეცნიერების მიზანია, ინფორმაციის სიმრავლის შენარჩუნება და მათგან მნიშვნელობის მიღება. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ორგანიზაცია ამუშავებს მონაცემებს, რის გამოც მათი მონიტორინგი სულ უფრო რთულდება. მონაცემთა მეცნიერები იყენებენ ინსტრუმენტებს, აპლიკაციებსა და ალგორითმებს, რომლითაც მარტივად ახერხებენ დიდი რაოდენობის მონაცემზე დაკვირვებას, მათ მოდელირებასა და საცავების შექმნას. მონაცემთა მეცნიერების განვითარებამ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შრომითი ბაზრის განვითარებაში. ამ მეცნიერების წყალობით, ბევრად მეტი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გაანალიზება გახდა შესაძლებელი.
SEU-ს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობები
SEU-ს ახალი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბდნენ ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. პროგრამების შექმნაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად მუშაობდნენ. პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალით, რომელთაც აქვთ სფეროში სწავლების და მუშაობის დიდი გამოცდილება, აქტიურად ჩართულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და ღონისძიებებში.
სწავლების პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვლით პროგრამებშიც ჩაერთონ და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური გამოცდილებაც მიიღონ. ეს ყველაფერი კი კურსდამთავრებულებს გზას უხსნის როგორც საქართველოში, მაღალანაზღაურებად სამსახურში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, მონაცემთა ინჟინრად, მონაცემთა ანალიტიკოსად, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად და სხვა.
ის, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, საინტერესოდ ჟღერს, თუმცა SEU-ს კიდევ მეტი შემოთავაზება აქვს. სტუდენტს შეეძლება სწავლის დაფინანსება მიიღოს თავისი პოტენციური დამსაქმებლისგან, რომელსაც დაფარავს დასაქმების შემდეგ. სწავლის პერიოდში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო პრაქტიკა დარგში არსებულ SEU-ს პარტნიორ ორგანიზაციებში: მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიებში, ბანკებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, საერთაშორისო კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში და სხვა. ეს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ, პრაქტიკულ ქეისებზე იმუშაონ.
სტუდენტები ისწავლიან უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კამპუსში, სადაც დახვდებათ ხელოვნური ინტელექტის პირველი კვლევითი ცენტრი საქართველოში, ასევე კომპიუტერული ლაბორატორია. აქვე იქნება სწავლებისთვის საჭირო ყველა რესურსი, ბიბლიოთეკა და შესაბამისი მონაცემების მქონე კომპიუტერები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაცემთა მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს, იყოს მოთხოვნადი კანდიდატი იმ ორგანიზაციისთვის, რომელსაც მონაცემთა ანალიზი და მისი სასარგებლო ინფორმაციად ქცევა სჭირდება, ხოლო მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ჭკვიანი ტექნოლოგიის შექმნის უნარი და სრულიად ადაპტირებული იქნება თანამედროვე გამოწვევებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ SEU ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მხოლოდ საბაკალავრო პროგრამას არ ჯერდება და 2024 წლისთვის სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც გეგმავს.
მომავალი ტექნოლოგიებისაა და ამ რეალობისთვის მზადება დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში დაიწყონ.