in

ყველაფრის გაზიარება შეიძლება, McDonald’s–ის უგემრიელესი მენიუს გარდა

ისეთ რთულ ვითარებაშიც კი, როგორიც მაღალსართულიანი შენობის ლიფტში გაჭედვაა, არაფერია იმაზე უფრო წამახალისებელი, ვიდრე გარედან შემოწოდებული McDonald’s–ის ქათმის მენიუ. ბრენდმა ამჯერად ყურადღება არა ბიგ-მაკის ან სხვა, რომელიმე ჩიზბურგერის რეკლამირებაზე, არამედ ქათმის უგემრიელესი ფრთების მენიუზე გააკეთა. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Leo Burnett London-მა იმუშავა.

BOG

 

60 წამიან სახალისო რგოლში, ორი თანამშრომელი ქალბატონი ლიფტში იჭედება და იქ გატარებული რამდენიმე საათის განმავლობაში, მე-11 სართულზე გაჩერებულები, დროის გაყვანის მიზნით, ერთმანეთისთვის ყველაფრის გაზიარებას იწყებენ, ფეხსაცმლით დაწყებული, შარფით, ტკბილი მოგონებებით, პირადი ცხოვრების დეტალებით დამთავრებული. მიუხედავად სასიამოვნო ურთიერთობისა, ერთი რამ მაინც რჩება ორივესთვის ხელშეუხებელი და ეს, რა თქმა უნდა, McDonald’s–ის უგემრიელესი მენიუა.

იპოვე შენი მიზანი! სამოტივაციო ვიდეორგოლი სტუდენტებისგან

სიტყვის ძალა – დავით გოგიჩაიშვილის ვიდეო ლექცია