6
Nov
2019

Xerox HP-ის ყიდვას აპირებს

6 Nov 2019

საოფისე ტექნიკის მწარმოებელი Xerox კომპანია HP-ის შესყიდვაზე შეთავაზების გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Xerox-ის დირექტორთა საბჭომ უკვე განიხილა ეს საკითხი. თუ გარიგება შედგება, კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნესი გადააწყოს და მიმართულება შეცვალოს, რადგან ქაღალდზე ბეჭდვაზე და შესაბამისად, მის პროდუქტებზე მოთხოვნა, სულ უფრო მცირდება.

Xerox-მა, შესაძლოა, HP-ს საბაზრო ღირებულებაზე დიდი თანხა შესთავაზოს. როგორც ცნობილია, კონკრეტული ფასიც დაასახლეს, მაგრამ, ამ ციფრს, ჯერ არავინ ახმაურებს. „ქსეროქსი“, იაპონურ Fujifilm-თან საერთო წარმოების წილს ყიდის და მალე $2,3 მილიარდს მიიღებს. როგორც ჩანს, ამ თანხასაც, ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის შესყიდვაში ჩადებს. აღსანიშნავია, რომ მისი წლიური შემოსავალი, დაახლოებით, $10 მილიარდია, HP-სი კი $58 მილიარდზე მეტი“.

 

განხილვა