in

ბრენდი, რომლის სახელწოდებაც ასლის გადაღების ზოგად ტერმინად იქცა – XEROX

დღეს ქსეროქსის გადაღება აღარავის უკვირს, თუმცა იყო დრო, როცა ვერავინ წარმოიდგენდა, წიგნის ასლის გაკეთება შესაძლებელი რომ იქნებოდა. შემოქმედმა ბრენდმა იმდენად დაიმკვიდრა სახელი, როგორც ინოვატორმა, რომ ასლის გადაღებას ყველანი ქსეროქსს ვუწოდებთ. ამ დროს ეს ბრენდის დასახელებაა, რომელიც 100 წელზე მეტ ისტორიას ითვლის. 

istoriebi
istoriebi

კომპანიის შესახებ

Xerox უმსხვილესი ამერიკული კორპორაციაა, რომელიც იყო პიონერი საოფისე ტექნოლოგიებში. მისი განსაკუთრებული ნოვატორობა ქსეროგრაფიაში იკვეთება. ის 1906 წელს დაარსდა, როგორც ფოტოგრაფიული ქაღალდის მწარმოებელი და დისტრიბუტორი. 1947 წელს ფირმამ მოიპოვა ქსეროგრაფიის კომერციული უფლებები. პროდუქტმა იმდენი წარმატება და აღიარება მოიტანა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნებისმიერი ასლის გადაღებას ყველა ქსეროქსის გაკეთებას ეძახდა. ეს ფაქტი არც თუ სასიხარულო აღმოჩნდა თავად ბრენდისთვის. მან წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც „ქსეროქსის” როგორც ზოგადი ტერმინის თავიდან აცილება იყო, თუმცა მაინც დაგვრჩა ეს ტერმინი მეტყველებაში.

Xerox-ის ისტორია

კომპანიის ფესვებს 1906 წელს ნიუ-იორკში დაარსებულ ბიზნესში ვპოულობთ. ეს იყო ფოტო-ქაღალდის მწარმოებელი კომპანია, სახელად Haloid Company. 1912 წელს ის შეიძინა ბიზნესმენმა გილბერტ ე. მოშერმა, რომელმაც დაუტოვა კომპანიის მართვის უფლება მის დამფუძნებლებს. 

მოშერმა იზრუნა იმაზე, რომ კომპანიის გაყიდვები წინ წასულიყო და, ამავდროულად, გაეხსნა გაყიდვების ოფისები ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში. კომპანიის ბაზრის წილის გასაფართოებლად, Haloid-ის საბჭომ გადაწყვიტა შეექმნა უკეთესი ქაღალდი. ამას რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ როდესაც Haloid Record საბოლოოდ გამოვიდა 1933 წელს, ის იმდენად წარმატებული იყო, რომ კომპანიამ „დიდი დეპრესიის” პერიოდში არ დაკარგა წარმატებული ბიზნესი. 1934 წლისთვის Haloid-ის გაყიდვები 1 მილიონ დოლარს უახლოვდებოდა.

ცვლილებები

1935 წელს ჯოზეფ რ. უილსონმა, ერთ-ერთი დამფუძნებლის შვილმა, გადაწყვიტა, რომ Haloid-ს უნდა ეყიდა Rectigraph Company, ფოტოკოპირების აპარატების მწარმოებელი. 

1936 წელს კომპანიაში არეულობა დაიწყო, 120 თანამშრომელი გაიფიცა, რომლებიც შეღავათებსა და მომატებულ ხელფასებს ითხოვდნენ. მოშერმა ამ დროს ვერ გამოიჩინა დიპლომატია, თუმცა საქმეში უილსონი ჩაერთო და გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ამის მიუხედავად, მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომამდე გაიწელა.

ომი, როგორც პერსპექტივა

ომი, თავისი შედეგებით, ხომ საშინელებაა, მაგრამ XEROX-მა მისი სათავისოდ გამოყენება მოახერხა. ომის დროს შეიარაღებულ ძალებს სჭირდებოდათ მაღალი ხარისხის ფოტოქაღალდი, რომელსაც დაზვერვაში იყენებდნენ და ბიზნესიც აყვავდა.

კონკურენცია

თუმცა ომის შემდგომ ფირმას ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა, რომლებმაც მის წინსვლას ხელი შეუშალეს. ამის ფონზე Haloid-მა ახალ პროდუქტებზე დაიწყო ფიქრი. უილსონმა 1947 წელს გააფორმა შეთანხმება Battelle Memorial Institute-თან, არაკომერციულ კვლევით ორგანიზაციასთან. შეთანხმება ქსეროგრაფის წარმოებას მოიცავდა.

1949 წელს მათ წარადგინეს XeroX Copier, მანქანა, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებდა და ამის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ Haloid-ის ინვესტიცია დიდი სისულელე იყო, მაგრამ მწარმოებელი არ დანებდა, მან გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ჩადო მეორე თაობის ქსეროგრაფიული აპრატის კვლევაში.

50-იანი წლები

ეს ის პერიოდია, როცა კომპანიის გაყიდვებმა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაწერა. მან დააპატენტა თავისი უფლებები პროდუქტზე და მისი საოფისე აპარატები საკმაოდ წარმატებით იყიდებოდა. 

1958 წელს Haloid-მა შეიცვალა სახელწოდება და გახდა Haloid Xerox, რითაც გამოხატა თავისი რწმენა იმის შესახებ, რომ კომპანიის მომავალი ქსეროგრაფია იყო. კომპანია ასევე სთავაზობდა მომხმარებელს მანქანებს ყოველთვიური იჯარით, რათა ქსეროგრაფი ხელმისაწვდომი ყოფილიყო მცირე ბიზნესისთვისაც.

აქედან მოყოლებული, კომპანიის წარმატება საკმაოდ თვალსაჩინოა. მიუხედავად ბევრი ბარიერისა, რომელთა გადალახვაც გზადაგზა ხდებოდა საჭირო, Xerox-მა მოახერხა ლიდერობის მოპოვება ქსეროგრაფიაში. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თაკო ნაცვლიშვილმა Sheidish-ის ხალათების ხაზი AI ინსპირაციით შექმნა

აი, როგორ მუშაობს მარკეტერი თამუნა როსტიაშვილი