5
Dec
2018

ხერხები, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

5 Dec 2018

ნათქვამია, რომ საკუთარი თავის განვითარებისთვის საკუთარი აზრებისა და შეგრძნებების შეცნობა, მათზე ფიქრი საუკეთესო ხერხია. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს გვეხმარება, ვიყოთ წყნარად დიდი წნეხის ქვეშაც კი. თუმცა, ხშირად ხდება ისეც, რომ მათ მაგივრად ყურადღებას ჩვენს შიშებსა და წუხილებზე ვამახვილებთ, რაც კიდევ უფრო მეტად გვსტრესავს.

statiebi-bog
statiebi-bog

 

აღნიშნული ფაქტი კარგი მიზეზია საიმისოდ, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა დაიწყოთ. როდესაც გადატვირთული ხართ, ტვინი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის. სწორედ ამიტომ აქვს სხეულს მსგავს მომენტებში გარკვეული რეაქციები, როგორიცაა ოფლიანობა, გადახურება და სხვ. ფიზიკური რეაქციები კი ხელს გიშლით, იფიქროთ სწორად და რაციონალურად.

შეიქმენით სიმშვიდე “5-4-3-2-1 ტექნიკასთან” ერთად: 

1. აირჩიეთ ხუთი რამ თქვენ გარშემო და აღწერეთ ისინი დეტალებში. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება იგი: ნოუთბუქი თუ ჭერზე არსებული ლაქა.

2. აირჩიეთ ოთხი ისეთი რამ თქვენ გარშემო, რომელსაც შეეხებით ან იგრძნობთ, მაგალითად, კომპიუტერის კლავიატურა, თქვენივე სხეულის ნაწილები, ყურსასმენები და ა.შ

3. შეარჩიეთ სამი ხმა, რომელიც გესმით. მოუსმინეთ და ორიენტირდით მათზე. ამის მაგალითად, თქვენ გარშემო მყოფი ადამიანის მობილურის ან თუნდაც კონდენციონერის ხმა გამოდგება.

4. ორიენტირდით ორი სახის სურნელზე, რომელსაც ამ მომენტში გრძნობთ, ხოლო თუ ვერ გრძნობთ, გაიხსენეთ, რომელი არომატები გიყვართ.

5. აირჩიეთ ერთი რამ, რასაც დააგემოვნებთ, იქნება ეს საღეჭი რეზინი, ყავა თუ ფორთოხალი, არ აქვს მნიშვნელობა.

ბოლოს კი, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით, რამდენად შეიცვალა თქვენი ფიზიკური მდგომარეობა. როგორ არის თქვენი სხეული? გრძობენ თუ არა თქვენი მხრები ნაკლებ დაძაბულობას? ეცადეთ, შეამჩნიოთ ყოველი წვრილმანი თქვენს ფიქრებში. ყველაფერ ამის შემდეგ, აუცილებლად იგრძნობთ სიმშვიდეს, გაწმენდილ გონებასა და დაიწყებთ საგნების/მოვლენების რაციონალურად აღქმას.

წყარო: Inc.com



განხილვა