როდესაც საათის ისრები არდადეგების დაწყების ზარს ჩამოჰკრავენ, სანტა კლაუსი იაზრებს, რომ წელს, ადამიანებს ჩვეული საჩუქრებით ვერ გაახარებს.
სადღესასწაულო სამუშაო ჯგუფი Zoom-ში იკრიბება და ელფებს სულ რამდენიმე დღე აქვთ ისეთი საჩუქრების მოსაფიქრებლად, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ისტორიაში ყველაზე დიდ სასწაულს მოახდენს.
სანტა კლაუსის როლს სტივ კარელი, ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი ასრულებს.
საშობაო ნამუშევარი, რომელზეც სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა იმუშავა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Xfinity-სთვის შეიქმნა.













