in

Xiaomi-მ დისტანციური უსადენო დამტენი მოწყობილობა წარადგინა

Mi Air Charge Technology ერთდროულად მრავალი მოწყობილობის დამუხტვას შეძლებს

veon
veon

კომპანია Xiaomi სულ უფრო მეტ ინოვაციურ პროდუქტს გვთავაზობს ტექნოლოგიების ბაზარზე. ახლახან კი მისმა წარმომადგენლებმა ახალი, უსადენო სატენის შესახებ გვამცნეს – Mi Air Charge Technology.

კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ტექნიკა ნამდვილად არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ ეს არის რეალობა, რომელიც საბოლოოდ  ერთდროულად მრავალი მოწყობილობის დამუხტვას შეძლებს, “გაივლის ფიზიკურ ობიექტებს” და დატენის თქვენს ოთახში არსებულ ყველა პატარა ელექტრონიკას, დაწყებული სმარტ საათიდან დასრულებული დინამიკით.

მართალია, მსგავსი ტექნოლოგიის შესახებ (Energous WattUp) ადრეც იყო საუბარი, რომელიც CES 2015-ზე წარადგინეს, თუმცა ჯერჯერობით ბაზარზე არ გამოსულა. Xiaomi ამ ეტაპზე არ ასახელებს უსადენო დასატენი მოწყობილობის გამოსვლის თარიღს.

„ფილიპ მორის საქართველო“ უკვე მესამედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად

ისლანდიური ტალღების სილამაზე ახლოდან