in

Xiaomi-ს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში და ახალი ფილიალი „ისთ ფოინთში“

„ისთ ფოინთში“ Xiaomi Georgia-ს ახალი ფილიალი მარტში იხსნება. Xiaomi-ს პირველი მაღაზია, რამდენიმე თვის წინ, პეკინის 14 ნომერში გაიხსნა. როგორც კომპანიაში ამბობენ პანდემიის გავლენის მიუხედავად, გაყიდვების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა.

„სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, გაიმარტივოს ყოველდღიური ცხოვრება ინოვაციური და საინტერესო გაჯეტების მეშვეობით. ამიტომ, მარტის დასაწყისში, დაგეგმილზე უფრო ადრე, Xiaomi Georgia, რიგით მეორე ფილიალს „ისთ ფოინთში“ გახსნის. მასში წარმოდგენილი იქნება Xiaomi-ს ჭკვიანი საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკა, „სმარტფონები“, ტელევიზორები, სკუტერები და უამრავი აქსესუარი. რაც მთავარია , Xiaomi-ს ოფიციალური გარანტიით, რომელიც პროდუქციის შეცვლას 1 წლის განმავლობაში ითვალისწინებს“. 

2021 წელს კომპანია ფილიალების გახსნას უკვე რეგიონებშიც გეგმავს.

 

[R]

„რბოლა კი არა, მედიტაციაა“ – Jaguar-ის რეკლამა

Apple-მა გაყიდვებით Samsung-ს გადაუსწრო!