24
Sep
2019

ეკრანი ყველგან! – Xiaomi-ს ახალი სმარტფონი Mi Mix Alpha

24 Sep 2019

veon
veon


Xiaomi-მ Mi Mix სერიის ახალი სმარტფონი Alpha წარადგინა, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, მთლიანად ეკრანია. ეკრანი სმარტფონის გარშემო – გვერდებში, უკან, წინ – ყველგანაა, თუმცა წყდება ერთ წვრილ ზოლში, სადაც კამერებს ხვდება. Alpha-ს 5G მხარდაჭერა აქვს. სმარტფონს არ აქვს სელფის კამერა და პრინციპში, მომხმარებელს ის არც სჭირდება, რადგან ეკრანი, სადაც სელფის გადაღებისას საკუთარი თავი უნდა დაინახოს, Alpha-ს უკანა მხარესაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ Mix Alpha, კამერის კუთხით, იყენებს Samsung-ის ახალ, 108 მეგაპიქსელიან სენსორს. როგორც სხვა, სამსუნგის მაღალი რეზოლუციის სენსორებში, აქაც პიქსელები 2X2 ველშია კომბინირებული, უკეთესი სინათლის შეგრძნებისთვის, ფოტოს სიბნელეში გადაღების შემთხვევაში. ასეთი კომბინაცია 27 მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.

„ალფა“ Qualcomm Snapdragon 855+ პროცესორს იყენებს, 12 GB შიდა და 512 GB საერთო მეხსიერება აქვს. ასევე, 40 ვატიანი, სწრაფი დატენვის რეჟიმი და 4050 mAh-იანი ელემენტი.

Xiaomi-მ განმარტა Mix Alpha, როგორც სმარტფონის კონცეპტი და ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება ის ხელმისაწვდომი, ან საერთოდ, გამოჩნდება თუ არა ბაზარზე, როგორც მასობრივი მოხმარების პროდუქტი.

განხილვა