in

Xiaomi-მ ახალი სკუტერი გამოუშვა, რომელსაც ერთ დამუხტვაზე 30 კილომეტრის გავლა შეუძლია

veon
veon

Xiaomi-მ ახალი სკუტერის გამოუშვა, რომლის ელემენტიც, ერთ დამუხტვაზე 30 კილომეტრამდე მანძილის გავლის საშუალებას მოგცემთ, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 25 კილომეტრი საათშია. აღსანიშნავია, რომ მოდელის წონა 12.5 კილოგრამის, მისი დაკეცვა კი 3 წამშია შესაძლებელი, მისით სარგებლობა კი შეუძლიათ 100 კილოგრამამდე წონის ადამიანებს. რაც შეეხება ფასს, მოდელის, სახელად Xiaomi Mijia Scooter 1S ფასი 282 დოლარს შეადგენს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, სკუტერს აქვს ინტერაქტიული ეკრანი, რომელიც სიჩქარესა თუ ელემენტის დამუხტვის დონეს გვიჩვენებს. მოდელს აქვს ენერგიის დაზოგვის რეჟიმიც. სკუტერის ძრავის სიცოცხლისუნარიანობა 3000 საათია, 250 ვატზე მუშაობის პირობებში. ჯერჯერობით, პროდუქტის შეძენა მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი და უცნობია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი გლობალურ ბაზარზე.

წყარო: Gizmochina

ამბავი COVID-19-ის დასაწყისსა და ბედნიერ დასასრულზე! – ჭრები ფილმებიდან, ერთ მთლიან სიუჟეტად

გადარიცხე ბიტკოინი StopCov ფონდში