განათებას ფოტო და ვიდეო გადაღების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – სწორი განათება იდეალური კადრის დაფიქსირებაში გვეხმარება, რაც ღამის სინათლეზე, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს. ახლა კი Xiaomi-მ 2021 წლისთვის დააანონსა მობილურის მოდელი Mi 11, რომელსაც ვიდეო გადაღებისთვის ღამის განათება ექნება.
იმისათვის, რომ Xiaomi-ს სრულყოფილი შედეგი მიეღო, კომპანიის წარმომადგენლებმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია BlinkAI-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს. BlinkAI-მ ღრმა სასწავლო პროგრამა შექმნა, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს, სუსტი განათების დროსაც საოცარი შედეგები მიიღოს. BlinkAI-ის კომპიუტერული პროგრამა, Qualcomm-ის ნეირონულ პროცესორთან ერთად, ხმაურიან, უხარისხო ვიდეოს ხარისხიანად გარდაქმნის მილიწამებში.