რამდენიმე საათის წინ, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ Oppo ეკანში ჩაშენებული სელფის კამერიანი სმარტფონის ვიდეო გაავრცელა. ეს პირველი სმარტფონია, რომელსაც მსგავსი კამერა ექნება. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას Xiaomi-ს პრეზიდენტის – ლინ ბინის პუბლიკაცია მოჰყვა. მან გაავრცელა ვიდეო, სადაც Xiaomi Mi 9 ჩანს, მისი სელფის კამერა კი, ისევე, როგორც Oppo-სი, დისპლეიშია ჩაშენებული. ისევე, როგორც Oppo-ს, Xiaomi-ს შემთხვევაშიც უცნობია, კონკრეტულად, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია ახალ სმარტფონებში. ტექნიკურად, კამერის ეკრანში ინტეგრირება, მისი მუშაობის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე, რთულია. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ გაართვეს ამ გამოწვევას თავი კომპანიებმა.
Do you want a sneak peek at the future? Here you go…introducing you to Under-Display Camera technology!#Xiaomi #InnovationForEveryone pic.twitter.com/d2HL6FHkh1
— Xiaomi (@Xiaomi) June 3, 2019