in

Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელი გახდა

Apple-მა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

veon
veon

ახალი მოხსენების თანახმად, ჩინურმა მწარმოებელმა, Xiaomi, Apple-ს და Samsung-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე სმარტფონების მწარმოებელი გახდა.

2021 წლის მეორე კვარტალში სმარტფონების გლობალური გადაზიდვები 12%-ით გაიზარდა. ბაზრის ანალიტიკოსის Canalys-ის განცხადების თანახმად, სამსუნგის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ, 19%-ს აღწევს, შაომი კი 17%-ით მეორე ადგილს, ხოლოდ ეფლი 14%-ით მესამე ადგილს იკავებს.

საგულისხმოა, რომ ბოლო კვარტალში შაომის გადაზიდვები 83%-ით გაიზარდა – ეს ყველა დიდ მოგებას წარმოადგენს ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და დასავლეთ ევროპაში. კომპანიის უახლეს ფლაგმანურ მოწყობილობას, Mi 11 Ultra, უკანა მხარეს ინოვაციური მეორე ეკრანი აქვს. “ეს მართლაც გამაოგნებელია” – ამბობენ აღნიშნული მოდელის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანია Huawei, გასულ წელს მოწინავე ადგილს იკავებდა, ამ ეტაპზე ხუთეულშიც კი არ არის.

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს

ჰაბლის ტელესკოპის პრობლემა ერთთვიანი შეფერხების შემდეგ აღმოიფხვრა