in

Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონი, რომელიც 8 წუთში 0-დან 100%-მდე იმუხტება!

3 წუთში პროცენტული მაჩვენებელი 50-ს აღწევს

Xiaomi კვლავ თავის გზას მიჰყვება – კომპანიის სწრაფი დატენვის ახალ ტექნოლოგიას შეუძლია, სმარტფონი 0-დან 100 პროცენტამდე 8 წუთზე ნაკლებ დროში დატენოს.

200W სადენიანი დამუხტვის ტექნიკა, რომელიც გარდაქმნილ 4000 ამპერიანი ელემენტის მქონე Xiaomi MI 11 Pro-ზე გამოიყენება, სმარტფონს 0-დან 10%-მდე 44 წამში ტენის. 3 წუთში პროცენტული მაჩვენებელი 50-ს აღწევს, ხოლო სრული დამუხტვა 7 წუთსა და 57 წამს საჭიროებს.

“შაომიმ” იუთუბზე განთავსებულ ვიდეოში მომხმარებლებს თავისი 120W უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგიაც წარუდგინა, რომელიც 4000 ამპერიან ელემენტს 0-დან 100%-მდე 15 წუთში ტენის. გასული წლის ოქტომბერში წარდგენილ 80W უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგიას კი 19 წუთში შეეძლო სმარტფონის სრული დამუხტვა. ასე რომ, კომპანიამ წლიდან წლამდე გააუმჯობესა ტექნოლოგიური მიღწევები…

ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ახალი ტექნოლოგია სმარტფონებში, რომლებიც გლობალურად ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ “სწრაფად დამუხტვას” გარკვეული შეზღუდვები ახლავს – მაგალითად, რამდენად სწრაფად უნდა დაიტენოს ბატარეა, რადგან მეტი ენერგია მეტ გამომუშავებულ სითბოს და, პოტენციურად, უფრო სწრაფად დეგრადაციას გულისხმობს.

ნახეთ: 2021 წლის ირმის ნახტომის ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები

The Body Shop მაღაზიის ახალ კონცეფციას ქმნის