ბევრისთვის საყვარელი სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი Xiaomi მალე საქართველოში შემოდის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით პირველი ოფიციალური მაღაზიის Xiaomi Store-ის გახსნა თბილისში პეკინის გამზირზე ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.
შაომის პირველ ქართულ მაღაზიაში სმარტფონების გარდა წარმოდგენილი იქნება როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, ფენი, მტვერსასრუტი და სხვა), ისე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ბავშვის სათამაშოები, ელექტრო სკუტერები და ღვინის ბოთლის ელექტრო სახსნელიც კი.
“ცოტა ხანში თუ გაიგებთ, რომ საძინებლიდან მობილურით შეიძლება ჩაიდანში წყლის ადუღება ან მოსიარულე მტვერსასრუტი შეგხვდათ სახლში, არ გაგიკვირდეთ, ეს არის XIAOMI (შაომი),” – ამბობენ შაომის წარმომადგენლები.
Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია (პირველ ორ ადგილს Apple და Samsung იკავებენ). იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას. პირველი სმარტფონი მან 2011 წლის აგვისტოში გამოუშვა შემდეგ კი, ბრენდმა კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო.
XIAOMI (შაომი) ჭკვიანი ხალხისთვის.
[R]